Fundocort cream 1% 15.0
Fundocort cream 1% 15.0

Fundocort cream 1% 15.0

Turkey

ფარმაქტივ ილაჩ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Isoconazole, diflucortolone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის → აზოლების ჯგუფი
შემადგენლობა:
1გ კრემი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: იზოკონაზოლის ნიტრატი 10მგ (1%), დიფლუკორტოლონის ვალერატი 1მგ(0,1%)
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, რბილი ყვითელი პარაფინი, პოლისორბატი 60, ცეტოსტეარილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, სორბიტანის სტეარატი, დეიონიზებული წყალი
აღწერა
ერთგვაროვანი, ბლანტი კრემი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებისა (იმიდაზოლის წარმოებული) და კორტიკოსტეროიდის (III ჯგუფის) კომბინაცია.

გამოყენების ჩვენებები
კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების საწყისი ან ეტაპობრივი მკურნალობა, თანმხლები, გამოხატული ანთებითი ან ეგზემის მსგავსი კანის სიმპტომებით (მაგ.: ხელებისა და ტერფების თითებშუა უბნებზე, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების არეებზე).

უკუჩვენებები
პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანის მხრივი გამოვლინებები,კანის ვირუსული დაზიანებები(ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ვარდისფერი აკნე(როზაცეა), პერიორალური დერმატიტი, ასევე კანის პოსტვაქცინაციური რეაქციები იმ უბნებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ფუნდოკორტიხ კრემით დამუშავებას.

გამოყენების წესი და დოზები
ფუნდოკორტიხ კრემი კანის დაზიანებულ უბნებზე დაიტანება დღეში 2-ჯერ.
კანზე ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებების სიმპტომების ალაგების შემდეგ ან მკურნალობის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში და კორტიკოსტეროიდების არშემცველი კრემის გამოყენებამდე ფუნდოკორტიხ კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საზარდულისა და გენიტალიის უბნებზე გამოყენების შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბება
სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება კანზე ერთჯერადი გამოყენებისას (დიდ უბანზე, რაც აბსორბციას უწყობს ხელს) ან შემთხვევით გადაყლაპვა მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.
Show More
More Info
Brand
ფარმაქტივ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
isoconazole
Dose
1%
Form
კრემი
Quantity
1
Volume
15გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page