გამოიყენება ნევრალგიების, მიალგიების, ართრალგიების, დერმატოზების დროს, რომლებსაც თან სდევს ქავილი.
მოქმედი ნივთიერებები: 1 გ მალამო შეიცავს რაცემიულ მენთოლს 25 მგ, ნოვოკაინს (პროკაინის ჰიდროქლორიდს) 10 მგ, ანესთეზინს (ბენზოკაინს) 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი, ემულგატორი T-2, გაწმენდილი წყალი.
ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები; დერმატოზები, რომლებსაც თან სდევს ქავილი.
გამოიყენება გარეგანად დღეში 2-3-ჯერ კანის მტკივნეულ ან დაზიანებულ უბნებზე წასასმელად. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობაზე, აგრეთვე თანმდევი თერაპიის ხასიათზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 გ.
ბავშვები:
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რეკომენდებული არ არის გამოყენება სხვა ადგილობრივად მოქმედ საშუალებებთან ერთად (აძლიერებს ადგილობრივი გამაყუჩებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ეფექტს). პრეპარატის კომპონენტები (ნოვოკაინი, ანესთეზინი) ასუსტებს სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
რომელიმე სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას უნდა შეატყობინოთ ექიმს.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. არ არის ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისგან თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევა.
შეინახეთ არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.