Prednisolone ointment 0.5% 10gr
Prednisolone ointment 0.5% 10gr

Prednisolone ointment 0.5% 10gr

Belarus

ბორისოვო
About Product
საერთაშორისო დასახელება - Prednisolonum

შემადგენლობა:
პრედნიზოლონი 0,5გ;
ფუძე (გლიცერინი, ვაზელინი, სტეარინის მჟავა, ემულგატორი #1, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გამოხდილი წყალი) 100გ-მდე.

აღწერილობა:
მალამო თეთრი ფერის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება

ფორმა:
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრედნიზოლონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური მოქმედება.

ჩვენება:
პრეპარატი ნაჩვენებია კანის არამიკრობული ანთებითი და ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში გამოსაყენებლად: ეკზემა, ალერგიული, სებორეული და კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, წითელი მგლურა, ერითროდერმია.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. პრედნიზოლონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია კანის ჭრილობების დროს, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში ინდივიდუალური აუტანლობით შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას კანის მეორადი ინფექციური დაზიანება, მისი ატროფიული ცვლილებები, ჰიპერტრიქოზი. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის ერთდროული დანიშნვნა ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ უბნებზე შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ. პრედნიზოლონი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბნებზე 1-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და თერაპიის ეფექტურობაზე. იგი შეადგეს 6-14 დღეს, შესაძლებელია მისი გაგრძელება 20 დღემდე. დაზიანებულ შემოფარგლულ უბნებზე შესაძლებელია ოკლუზიური საფენების გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას 1 წლის ასაკის ბავშვებში და ზევით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მცირდება და არ გამოიყენებენ ზომებს, რომლებიც იწვევენ სტეროიდის რეზორბციის და შეწოვის გაძლიერებას (ფიქსირებული, ოკლუზიური და გამათბობელი საფენები).


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
გლუკოკორტიკოიდები გაივლიან პლაცენტურ ბარიერს. შესაძლებელია მათი ზემოქმედება ნაყოფზე სხეულის დიდ ზედაპირზე პრეპარატის გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში, სახის არეში ან საფენების ქვეშ მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა ვითარდება უფრო სწრაფად. ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის წონას, ზრდის პროცესს და კორტიზოლის კონცენტრაციას პლაზმაში.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი რაოდენობით შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
Belarus
Generic
prednisolone
Dose
0.5%
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
10გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page