About Product
საერთაშორისო დასახელება - Prednisolonum
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს:
პრედნიზოლონის აცეტატი USP 10 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი BP 0,0001 მლ
(კონსერვანტის სახით)
სტერილური სითხე ბუფერული საშუალება q.s.
ქიმიური სახელწოდება:
[2-[8S,9S,10R,11S,13S,14S,17R)-11,17-დიჰიდროქსი-10,13-დიმეთილ-3-ოქსო-7,8,9,11,12,14,15,16-ოქტაჰიდრო-6H-ციკლოპენტა[a]ფენანთრენი-17-ილ]-2-ოქსოეთილ]აცეტატი.
სამკურნალო ფორმა:
ოფთალმოლოგიური სუსპენზია.
კატეგორია:
კორტიკოსტეროიდები.
ჩვენებები:
სტეროიდებზე მოპასუხე ქუთუთოს და ბულბური კონიუნქტივის, რქოვანას და წინა სეგმენტის ანთებითი მდგომარეობები, როგორიცაა: ალერგიული კონიუნქტივიტი, აკნე როზაცეა, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ჰერპეს ზოსტერი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი, გარკვეული ინფექციური კონიუნქტივიტი, როდესაც სტეროიდით გამოყენების თანამდევი საფრთხეები დასაშვებია შეშუპებისა და ანთების შესამცირებლად; ქიმიური რადიაციისგან, თერმული დამწვრობებისაგან ან უცხო სხეულების მოხვედრისაგან გამოწვეული რქოვანას დაზიანება.
დოზირება და მიღების წესი:
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. ორი წვეთი თვალში (თვალებში), დღეში ოთხჯერ. ბაქტერიული ინფექციების დროს, სავალდებულოა პრეპარატის და სხვა ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენება. მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ვადაზე ადრე. თუ სიმპტომები და დაავადების ნიშნები ორი დღის შემდეგ არ გაუმჯობესდება, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ხელახალი შემოწმება.
პრედნიზოლონის აცეტატის ოფთალმოლოგიური სუსპენზიის USP, 1% დოზირება შეიძლება შემცირდეს, თუმცა აუცილებელია, რომ მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ქრონიკული მდგომარეობების დროს, მკურნალობის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან, გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირებით.
უკუჩვენებები:
პრედნიზოლონის აცეტატის ოფთალმოლოგიური სუსპენზია USP, 1% უკუნაჩვენებია რქოვანას და კონიუნქტივის ვირუსული დაავადებების დროს, მათ შორის ეპითელური ჰერპეს კომპლექსის, კერატიტის (დენდრიტული კერატიტის), ვაქცინიას და ვარიცელას, აგრეთვე თვალის მიკობაქტერიული ინფექციის და თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებების დროს. პრედნიზოლონის აცეტატის ოფთალმოლოგიური სუსპენზია USP, 1% ასევე უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომლებშიც დადასტურებულია ან საეჭვოა მომატებული მგრძნობელობის განვითარება ამ პრეპარატის და სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
Show More