About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის რეპაგლინიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.5მგ, 1მგ, 2მგ რეპაგლინიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიცერინი 99.5%, პოვიდონი K30, პოლოქსამერი 188, სიმინდის სახამებელი,
მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101), კალციუმ ჰიდროგენფოსფატი უწყლო, პოლაკრილინ კალიუმი, მაგნიუმის
სტეარატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) (მხოლოდ 1მგ ტაბლეტებში) და რკინის ოქსიდი წითელი (მხოლოდ 2მგ
ტაბლეტებში).
ჩვენება: აგლინოქსი არის შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს
რეპაგლინიდს, რომელიც პანკრეასს ეხმარება გამოიმუშავოს მეტი ინსულინი და ამგვარად მცირდება შაქრის რაოდენობა
სისხლში. აგლინოქსი გამოიყენება ტიპი II დიაბეტის გასაკონტროლებლად დიეტის და ვარჯიშის დამატების სახით;
აგლინოქსის გამოყენება ასევე შეიძლება მეტფორმინთან კომბინაციაში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა რეპაგლინიდის, ან აგლინოქსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების
მიმართ; თუ პაციენტს აქავს დიაბეტი ტიპი I (ინსულინ-დამოკიდებული); თუ ორგანიზმში მჟავის დონე მომატებულია
(დიაბეტური კეტოაციდოზი); ღვიძლის მძიმე დაავადება; თუ პაციენტი ღებულობს გემფიბროზილს.
სხვა პრეპარატების მიღება: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ რომელსაც ღებულობს ან ღებულობდა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. დაუშვებელია გემფიბროზილის
მიღების დროს აგლინოქსის მიღება; აგლინოქსის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქცია შეიძლება შეიცვალოს სხვა
მედიკამენტების მიღებისას, განსაკუთრებით: მეტფორმინი; მაო ინჰიბიტორები; არასელექციური ბეტა-ბლოკერები; აგფ
ინჰიბიტორები; სალიცილატები; ოქტრეოტიდი; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; სტეროიდები;
შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები; თიაზიდები; დანაზოლი; თიროიდის პროდუქტები; სიმპათომიმეტიკები;
კლარითრომიცინი, ტრიმეტოპრიმი, რიფამპიცინი; იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი; ჰემფიბროზილი; ციკლოსპორინი; ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი; კრაზანა.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს. დაუშვებელია აგლინოქსის მიღება თუ პაციენტი ორსულია, აპირებს დაორსულებას, ან თუ პაციენტი ლაქტაციის პერიოდშია.
აგლინოქსის მიღების წესი: მკურნალი ექიმი შეარჩევს დოზას. ჩვეული საწყისი დოზა არის 0.5მგ ჭამამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე.
ექიმმა შეიძლება გაზარდოს პრეპარატის დოზა 4მგ-მდე, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ჭამის წინ, ან საკვების
მიღებამდე 30 წუთით ადრე. მაქსიმალური დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 16მგ.
აგლინოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: აგლინოქსი მიიღება საკვების მიღებამდე. ალკოჰოლმა შეიძლება
შეცვალოს აგლინოქსის მოქმედება.
სიფრთხილის ზომები: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის, თირკმელების პრობლემები. თუ პაციენტი აპირებს დიდ ქირურგიულ ჩარევას, ან თუ ცოტა ხნის წინ ჰქონდა მწვავე დაავადება, ან ინფექცია. ასეთ დროს დიაბეტის კონტროლი შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. 18 წლამდე, ან 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტები; ჰიპოგლიკემიური კომა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად აგლინოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ჰიპოგლიკემია; კუჭის ტკივილი; დიარეა; გულის არეში უეცარი ტკივილი; ალერგია; თავბრუსხვევა, ოფლიანობა;
გულისრევა, ღებინება. თუ პაციენტი შეამჩნევს ისეთი მოვლენების განვითარებას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ
ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: სისხლში შაქრის მაღალმა ან დაბალმა დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
დოზის გამოტოვება: საჭიროა შემდეგი დოზის მიღება ჩვეული რეჟიმით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება
გამოტოვებულის სანაცვლოთ.
აგლინოქსის მიღების შეწყვეტა: სასურველი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია აგლინოქსის შეწყვეტის შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
18649
Brand
სპეციფარ ფარმაციუტიკალსი