/images/logo_en.svg
METFORMINE BGR® tab 1000mg #90
METFORMINE BGR® tab 1000mg #90

METFORMINE BGR® tab 1000mg #90

France

ცენტრ სპეციალიტე ფარმაცეუტიკ/ბიოგარანი

About Product
დასახელება - მეტფორმინი ბიოგარანი ტაბლეტი 1000მგ #90
თერაპიული ჩვენებები:
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტის მართვა და ვარჯიში არ იწვევს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.
• მოზრდილებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად.
• 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან ერთად.
დიაბეტის გართულებების შემცირება აღინიშნებოდა ჭარბი წონის მქონე მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დიეტის უკმარისობის შემდეგ მეტფორმინი გამოიყენებოდა პირველი რიგის თერაპიის სახით.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება:
მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (გლომერული ფილტრაციის დონე (GFR) ≥ 90 მლ/წთ)
მონოთერაპია და კომბინაცია სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან:
მეტფორმინი 500მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები და მეტფორმინი 850მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ორჯერ ან სამჯერ დღეში, ჭამის დროს ან მის შემდეგ. 10-15 დღის შემდეგ დოზა უნდა დარეგულირდეს სისხლში გლუკოზის გაზომვის საფუძველზე. დოზის ნელა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავის ტოლერანტობა.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3 გ დღეში, რომელიც 3 მიღებაზე იყოფა.
მეტფორმინ 1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები:
პრეპარატის მეტფორმინ 1000-ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაღალ დოზებს (2-დან 3 გ-მდე დღეში), 500 მგ მეტფორმინის ორი ტაბლეტი შეიძლება შეიცვალოს 1000 მგ მეტფორმინის აპკით შემოგარსული ერთი ტაბლეტით.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 3 გ, რომელიც 3 მიღებაზე იყოფა. თუ განზრახულია სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებიდან გადმოსვლა: მეორე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს მეტფორმინის მიღება ზემოთ მითითებული დოზით.
Show More
More Info
Brand
ცენტრ სპეციალიტე ფარმაცეუტიკ/ბიოგარანი
Country
France
Generic
metformin hydrochloride
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
90
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat