Villnob tab 50mg #28

Villnob tab 50mg #28

Turkey

ნობელ ილაკ სანი
cart discount
-
15.04
About Product
საერთაშორისო დასახელება - Vildagliptinum
ფორმულა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს აქტიური ნივთიერების სახით; უწყლო ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების სახით.

ჩვენებები:
ვილნობი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში:
მონოთერაპიის სახით:
პაციენტებში, რომელთა კონტროლი მხოლოდ კვებითა და ვარჯიშით ადექვატური არ არის, და როდესაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო.
ორმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:
მეტფორმინი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად,
სულფონილშარდოვანა, პაციენტებში არასაკმრისი გლიკემიური კონტროლით, სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად და როდესაც მეტფორმინის გამოყენება არაა მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო,
თიაზოლიდინედიონი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, როდესაც თიაზოლიდინედიონის გამოყენება არაა მიზანშეწონილი.
სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:
სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი, როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს აღნიშნული სამედიცინო პროდუქტებით ორმაგი თერაპია ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.
ვილნობის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე), როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს ინსულინის სტაბილური დოზა ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.

დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
მოზრდილები
მონოთერაპიის სახით გამოყენებისას მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე) კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა არის 100 მგ, ერთი 50 მგ დოზის მიღებით დილით და ერთი 50 მგ დოზით - საღამოს.
ორმაგი კომბინაციის გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ დილით. პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში, დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი არ იყო უფრო ეფექტიანი, ვიდრე 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეში ერთხელ.
სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.
100 მგ-ზე უფრო მაღალი დოზების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ვილნობის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. იმავე დღეს არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება.
ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა სამმაგი პერორალური თერაპიის სახით მეტფორმინთან და თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
Turkey
Generic
Vildagliptin
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page