/images/logo_en.svg
OTTADEKS ear drops 5.0
OTTADEKS ear drops 5.0

OTTADEKS ear drops 5.0

Turkey

მეფარ ილაჩ

About Product
ოტტადექსი წვეთები ყურის

შემადგენლობა:
ხსნარის ყოველი 1მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: 3 მგ ციპროფლოქსაცინს (3,5 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტურს), 1 მგ დექსამეტაზონს; დამხმარე ნივთიერებებს: ბენზალკონიუმის ქლორიდს, დინატრიუმის მარილს EDTA, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატს, ჰიდროქსიპროპილ-ბეტა-ციკლოდექსტრინს, პოლივინილის სპირტს, მარილმჟავას/ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH რეგულატორს), საინექციო წყალს.

არის მაქსიმალური ბავშვებში მწვავე შუა ოტიტით დაფის აპკის შუნტის დროს, დაფის აპკის შუნტის არსებობის გამო ოტორეის გარეშე. არ არის მოსალოდნელი, რომ ციპროფლოქსაცინის სისტემური გავლენა ავადმყოფებში მწვავე გარეგანი ოტიტით ყურებში ადგილობრივი

ოტტადექსი ყურის წვეთები, სტერილური ხსნარი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციპროფლოქსაცინი/დექსამეტაზონი

გამოყენების ჩვენებები:
შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით: ქრონიკული შუა ოტიტის მწვავე ფაზა, ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი, მწვავე ბაქტერიული გარე ოტიტი.
გამოყენების უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების, დექსამეტაზონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ყურის ვირუსული (მაგალითად, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) და სოკოვანი ინფექციები, ასევე მოკობაქტერიული ინფექციები, გამოწვეული მჟავაგამძლე ბაცილებით და სხვა
მიკობაქტერიებით, როგორიცაა Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium leprae ან Mycobacte- rium avium.

გამოყენების წესი და დოზირება:
თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული სხვა რამ, ყურის წვეთები ოტტადექსი გამოიყენება ქრონიკული შუა ოტიტის და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გამწვავების ფაზაში 4 წვეთი 2-3 ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. მწვავე ბაქტერიული გარე ოტიტის დროს იყენებენ 3 წვეთს 2 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი:
მოხსენით ფლაკონის თავსახური შემდეგნაირად.
•მოხსენით თავსახური.
•მოხსენით რგოლი, რომელიც მდებარეობს თავსახურის ქვეშ.
•ისევ დაახურეთ თავსახური და სათანადოდ მოუჭირეთ. ამგვარად იხსნება საწვეთურის მემბრანა და შესაძლებელია ფლაკონიდან სითხის გამოსვლა.
რათა თავიდან იქნას აცილებული წვერის დაბინძურება და შეზღუდული იქნას ბაქტერიების შეღწევის რისკი, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და არ უნდა შეეხოთ ყურის ნიჟარას
ან გარე სასმენ არხს და მიმდებარე მონაკვეთებს, ან სხვა ზედაპირებს ფლაკონის წვერით. შენახვის დროს ფლაკონი მჭიდროდ უნდა იქნას დახურული.
სუსპენზია უნდა შევათბოთ ფლაკონის ხელში დაჭერით რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ცივი სუსპენზიის ჩაწვეთებით. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ გამოყენებამდე ენერგიულად შეანჯღრიონ ფლაკონი. ავადმყოფი უნდა იწვეს დაზიანებული ყურით მაღლა, უნდა ჩაეწვეთოს წვეთები ყურის ამოწევით. პაციენტებისთვის მწვავე შუა ოტიტით დაფის
აპკის შუნტით საჭიროა 5-ჯერ დაჭერა ყურის ტრაგუსზე შიგნით, რათა გაადვილდეს წვეთების შუა ყურში შეღწევა. ეს პოზიცია უნდა შენარჩუნდეს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რათა ხელი შეეწყოს წვეთების შეღწევას ყურში. საჭიროების შემთხვევაში, იგივე გაიმეორეთ მეორე ყურში.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერეტურაზე არაუმეტეს 25 C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
მეფარ ილაჩ
Country
Turkey
Generic
dexametasone+ciprofloqsacine
Form
წვეთები ყურის
Quantity
1
Volume
5მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat