Euthyrox 50mkg #50 /TR/
Euthyrox 50mkg #50  /TR/

Euthyrox 50mkg #50 /TR/

Germany

მერკი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): levothyroxine sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ლევოთიროქსინი – 25 მკგ, 50 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100 მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი – 25 ,00 მგ, ჟელატინი – 5,00 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა – 3,50 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 0,50 მგ, მონოჰიდრატების ლაქტოზები – 65,975/65,95/65,925/65,912/65,90/65,888/65,875/65,863/65,85 მგ.

აღწერა
თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ორმხრივ ბრტყელი, ღარით. ტაბლეტის ორივე მხარეს არის გამყოფი ღარი, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირება – “EM+დოზირება”
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თიროიდული საშუალება.

მიღების ჩვენებები
- ჰიპოთირეოზი;
- ეუთირეოიდული ჩიყვი;
- ჩანაცვლებითი თერაპიის სახით და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო (ოპერაციული მკურნალობის შემდეგ);
- დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი: ანტითირეოიდული საშუალებებით ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ (კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით);
- სადიაგნოსტიკო საშუალების სახით თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებისას.

წინააღმდეგ ჩვენებები
- ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
- არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი;
- არანამკურნალები ჰიპოფიზური უკმარისობა;
- თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალები უკმარისობა;
- გამოყენება ორსულობის პერიოდში ანტითირეოიდულ საშუალებებთან კომბინაციაში;

პრეპარატით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მწვავე მიოკარდიტის, მწვავე პანკარდიტის არსებობისას.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზის აუტანლობასთან, ლაქტაზის დეფიციტთან, ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომთან.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების: გიდ (ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი), არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიისას; შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ხანგრძლივად არსებული ჰიპოთირეოზის, მალაბსორბციის სიდრომისას (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).

მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ჩვენებებიდან გამომდინარე.
ეუთიროქსის სადღეღამისო დოზა მიიღება შიგნით, დილით უზმოზე, უკიდურეს შემთხვევაში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით (ნახევარი ჭიქა წყალი) დაუღეჭავად.
გვერდითი მოვლენები

ექიმის მეთვალყურეობით პრეპარატ ეუთიროქსის სწორი გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. რეგისტრირებული იყო ალერგიული რეაქციების შემთხვევები ანგიონევროზული შეშუპების სახით.
Show More
More Info
Brand
მერკი
Country
Germany
Generic
levothyroxine sodium
Dose
50მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page