/images/logo_en.svg
TADALAFIL FARMOZ 20mg #4

TADALAFIL FARMOZ 20mg #4

Portugal

ატლანტიკ ფარმა პროდუქტ

About Product
ტადალაფილი ფარმოზი 20 მგ

აქტიური ნივთიერება არის ტადალაფილი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტადალაფილს. სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ ნაწილი 2-ის ბოლოს), სიმინდის სახამებელი, პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ტადალაფილი ფარმოზი არის ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება ზრდასრული მამაკაცებისთვის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექცია. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი ფარმოზი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექციის მიღწევის უნარს.
ტადალაფილი ფარმოზი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტადალაფილს, რომელიც მიეკუთვნება მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. სექსუალური სტიმულაციის შემდეგ, ტადალაფილი ფარმოზი ხელს უწყობს სასქესო ასოს სისხლძარღვების მოდუნებას, რის შედეგადაც, იზრდება ლოკალური სისხლით მომარაგება და უმჯობესდება ერექციული ფუნქცია.
ტადალაფილი არ დაეხმარება პაციენტს, თუ მას არ აქვს ერექციული დისფუნქცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტადალაფილი არ მოქმედებს, თუ ადგილი არ აქვს სექსუალურ სტიმულაციას. პაციენტს და მის პარტნიორს დასჭირდებათ წინასწარი პრელუდიური აქტივობები, ისევე როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის მიღების გარეშე.

მიღების წესი:
პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მითითებისამებრ. თუ არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი 10 მგ-ანი ტაბლეტი სქესობრივი აქტის დაწყებამდე. თუმცა, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს 20 მგ ტაბლეტი თუ 10 მგ დოზა არასაკმარისად ეფექტურია.
ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია სქესობრივ აქტამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. ტადალაფილი ფარმოზი შეიძლება ეფექტური იყოს ტაბლეტის მიღებიდან 36 საათის განმავლობაში.
არ მიიღება დღეში ერთზე მეტჯერ. ტადალაფილი ფარმოზი 10 მგ და 20 მგ განკუთვნილია მოსალოდნელ სქესობრივ აქტამდე გამოსაყენებლად და არ არის რეკომენდებული ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუარესოს ერექციული ფუნქცია ან დროებით შეამციროს არტერიული წნევა. თუ პაციენტმა მიიღო ან გეგმავს ტადალაფილი ფარმოზის მიღებას, ის უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან მეტი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის რისკი ფეხზე წამოდგომისას.

შენახვის წესი:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ატლანტიკ ფარმა პროდუქტ
Country
Portugal
Generic
tadalafil
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
4
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat