/images/logo_en.svg
TADALAFIL FARMOZ 5mg #28

TADALAFIL FARMOZ 5mg #28

Portugal

ატლანტიკ ფარმა პროდუქტ

About Product
ტადალაფილი ფარმოზი 5 მგ

აქტიური ნივთიერება არის ტადალაფილი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტადალაფილს. სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ ნაწილი 2-ის ბოლოს), სიმინდის სახამებელი, პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ტადალაფილი ფარმოზი 5 მგ გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში:
•ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექცია. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერექციის მიღწევის უნარს.
სექსუალური სტიმულაციის შემდეგ, ტადალაფილი ფარმოზი ხელს უწყობს სას-ქესო ასოს სისხლძარღვების მოდუნებას, რის შედეგადაც, იზრდება ლოკალური სისხლით მომარაგება და უმჯობესდება ერექციული ფუნქცია.
ტადალაფილი ფარმოზი არ დაგეხმარებათ, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნ-ქცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტადალაფილი ფარმოზი ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ არ მოქმედებს, თუ ადგილი არ აქვს სექსუალურ სტიმულაციას. თქვენ და თქვენს პარტნიორს დაგჭირდებათ ისეთივე პრელუდია, როგორც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის მიღების გარეშე.
•შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც და-კავშირებულია პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან. ეს არის მდგომარეობა, როდესაც პროსტატის ჯირკვალი იზრდება ასაკთან ერთად. სიმპ-ტომები მოიცავს შარდვის დაწყების გაძნელებას, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნებას და უფრო ხშირი შარდვის საჭიროებას, მათ შორის ღამით. ტადალაფილი ფარმოზი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატასა და შარდის ბუშტში და ადუნებს მათ კუნთებს, რამაც შეიძლება შეამციროს კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის სიმპტომები. დადასტურებულია, რომ ტადალაფილი აუმჯობესებს აღნიშნულ სიმპტომებს მკურნალობის დაწ-ყებიდან 1-2 კვირაში.

მიღების წესი
პაციენტმა ყოველთვის უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მითითებისამებრ. თუ არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტადალაფილი ფარმოზის ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის მამაკაცებში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუარესოს ერექციული ფუნქცია ან დროებით შეამციროს არტერიული წნევა. თუ პაციენტმა მიიღო ან გეგმავს ტადალაფილი ფარმოზის მიღებას, ის უნდა მოერიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.08% ან მეტი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის რისკი ფეხზე წამოდგომისას.

შენახვის წესი
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ატლანტიკ ფარმა პროდუქტ
Country
Portugal
Generic
tadalafil
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat