ვიაგრას მიღების წესი ეხმარება სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებაში, განსაზღვრავს სწორ დოზირებას და მაქსიმალურ ეფექტურობას.
Viagra - ვიაგრა 50მგ, 4 ტაბლეტი
ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება.
პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ, ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა - ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.
ვინაიდან ხანდაზმულ პირებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 და 100 მგ-მდე.
პრეპარატი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.
თავის ტკივილი, წამოხურების შეგრძნება.
თავბრუსხვევა, დისპეფსია.
ცხვირის ლორწოვანის შეშუპება.
მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რაც გამოიხატება ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში და მხედველობის დაბინდვაში).
პრიაპიზმის შემთხვევები.
პრეპარატი ინახება არ აუმეტეს $30^{\circ}C$ ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.