/images/logo_en.svg
Floxadex eye/ear dr 10ml

Floxadex eye/ear dr 10ml

Armenia

ლიქვორი

About Product
საერთაშორისო დასახელება - Dexamethasonum+Ciprofloxacinum
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები:
ციპროფლოქსაცინი-3.5 გ/ლ, დექსამეტაზონი 1გ/ლ;
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის აცეტატი, პოლისორბიტი 80,დინატრიუმის ედეტატი; ეთანოლი; კონსერვანტი _ ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,01%.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის მოქმედების ფართო სპექტრის
მქონე ანტიმიკრობული საშუალება - ციპროფლოქსაცინი და გლუკოკორტიკოიდი - დექსამეთაზონი.
გააჩნია ანტიბაქტერიული , ანთების საწინააღმდეგო , ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელი მოქმედება.

ჩვენება
თვალისა და ყურის ინფექციები გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ოფთალმოლოგიაში:
თვალის რქოვანა გარსის წყლული, გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens,Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Streprococcus pneumoniae, Streprococcus (Viridans ჯგუფი)
კონიუქტივიტი, გამოწვეული: Haemophilus influenzae, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Streprococcus pneumoniae.
კონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი ეპითელიუმის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი, ანთებითი პროცესი თვალის ტრავმისა და ოპერაციული ჩარევების შემდეგ.
ოტორინოლარინგოლოგიაში:
შუა ყურის ინფექციები: ოტიტი; ოტორეა გამოწვეული ტიმპანსტომიური შუნტირების ჩატარების შემდეგ.

დოზირება:
ოფთალმოლოგიაშიL: ინსტილაციის სახით 1-2 წვეთი Yყოველ 4 საათში, მწვავე ინფექციის დროს 2 წვეთი ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინსტილაციის დოზასა და სიხშირეს ამცირებენ.
ოტორინოლარინგოლოგიაში:
4-5 წვეთში დღეში 3-ჯერ.
უკუჩვენება :
ვირუსული კერატიტი , თვალის ლორწოვანი გარსისა და ქუთუთოების ჩირქოვანი ინფექციები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება, მწვავე ლიქენი, თვალის და ყურის ვირუსული და სოკოვანი დაავადებანი, პრეპარატის ერთ ერთი კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობის პერიოდში , ასევე ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სამკურნალო ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: რქოვანას განლევისას არსებობს პერფორაციის საშიშროება.
იშვიათად ჴ ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, ცრემლდენა. ძალიან იშვიათად,
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია თვალის შიდა წნევის მომატება, კატარაქტის წარმოქმნა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს აუცილებლია თვალების მობანა თბილი წყლით.
სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენება საინექციოდ.
გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზის მოშორება.
სხვა პრეპარატით სარგებლობისას ინტერვალი მათ მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ
5 წთ.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ თვალისა და ყურის წვეთების სახით. პრეპარატის რეკომენდებულზე გაცილებით მეტი ხანგრძლივობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოებით ან ვირუსებით გამოწვეული მეორადი ინფექციების განვითარება.
მკურნალობის პროცესში აუცილებელია თვალშიდა წნევისა და რქოვანას მდგომარეობის
კონტროლი. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რათა არ იქნას გამოყენებული ერთი ფლაკონზე მეტი თვალის ინფექციის და ოტიტის სამკურნალოდ.
Show More
More Info
Brand
ლიქვორი
Country
Armenia
Generic
dexametasone+ciprofloqsacine
Form
წვეთები თვალის/ყურის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat