Floxedol eye ointment 0.3% 10.0
Floxedol eye ointment 0.3% 10.0

Floxedol eye ointment 0.3% 10.0

Portugal

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ofloxacinum
ფლოქსედოლის თვალის გელი არის თვალზე გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერებაა ოფლოქსაცინი - ანტიბიოტიკი, ფტორქინოლონების ჯგუფიდან. ოფლოქსაცინი ანადგურებს ბაქტერიების ზოგიერთ ტიპს, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა.
ფლოქსედოლი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.

ფლოქსედოლი გამოიყენება თვალში ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ისეთი მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარეგანი ინფექციების დროს, როგორიცაა:
- კონიუნქტივიტი (კონიუნქტივის ანთება)
- ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
- ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივისა და ქუთუთოების ანთება)
- დაკრიოცისტიტი (ცრემლსადენი გზების ინფექცია)
- კერატიტი (რქოვანას წყლული).
ფლოქსედოლი ინიშნება პრე და პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის და თვალის კაკლის ჭრილობებისთვის ზოგადად.

ფლოქსედოლის გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით, შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
მკურნალობის დოზირება და ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან :
პირველი და მეორე დღე - 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში ან 4 საათში ერთხელ
მე-3 დღიდან - 4-ჯერ დღეში (6 საათში ერთხელ)
მწვავე შემთხვევებში (მაგ. კერატიტი) - დოზირება შეიძლება გაიზარდოს 1-2 წვეთამდე ყოველ საათში ან 2 საათში ერთხელ.
თვალის გელი მოათავსეთ კონიუნქტივალურ პარკში (თვალსა და ქუთუთოს შორის სივრცეში).
დაუშვებელია კონტაქტი თქვენს თვალს, თითებს ან სხვა ზედაპირსა და გელის საწვეთურს შორის დაბინძურების პრევნციისთვის.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ კიდევ 48 სთ.
ხანდაზმულებში და თირკმლის და ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფლოქსედოლს
არ ყოფილა შეტყობინება ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ პრეპარატის გამოყენებისას.
შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში მიაკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოქსედოლის გამოყენება
მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ .
თუ შეწყვეტთ ფლოქსედოლის მიღებას
არ შეწყვიტოთ ფლოქსედოლის მიღება ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
Portugal
Generic
ofloxacin
Dose
0.3%
Form
გელი თვალის
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page