/images/logo_en.svg
NetilDex eye drops solution 5ml
NetilDex eye drops solution 5ml

NetilDex eye drops solution 5ml

Italy

სიფი

About Product
საერთაშორისო დასახელება - Netilmycinum,Dexamethason
აქტიური ნივთიერება ნეტილმიცინი, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
მწარმოებელი კომპანია: SIFI
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 5 მლ.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 მლ
ნეტილმიცინი ............ 3 მგ
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ........ 1 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.005%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეტილმიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკი (st.aureus, st. epidermidis) აგრეთვე მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკზე და კოაგულაზა-რეზისტენტული სტაფილოკოკზე.

დექსამეტაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომელსაც გაჩნია ანთების საწინააღნდეგო, ანტიალერგიული და მადესენსიბილიზირებელი მოქმედება. იგი აგრეთვე ხასიათდება ანტიექსუდაციური და იმუნოსუპრესიული მოქმედებით. დექსამეტაზონი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს და პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში.
პრეპარატი ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან ერთად კომბინაციაში ამცირებს ინფექციური პროცესების განვითრების რისკს.

ჩვენებები:
ბლეფარიტი;
კონიუქტივიტი;
კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე);
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება: 1 წვეთი 4 ჯერ დღეში

ინიშნება ბავშვებში 2 წლიდან.

გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია.
მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;
კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექცია;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს.
არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარების დროს. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.

ჩაწვეთების დროს საწვეთური არ შეახოთ ქუთუთოს.
Show More
More Info
Brand
სიფი
Country
Italy
Generic
netilmicin
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat