/images/logo_en.svg
BioGaia probiot for kids dr. 5ml dr.#1
BioGaia probiot for kids dr. 5ml dr.#1

BioGaia probiot for kids dr. 5ml dr.#1

Sweden

ბიოგაია ფროდაქშენი

About Product
ბიოგაია პრობიოტიკი.საბავშვო წვეთები

შემადგენლობა 5 წვეთზე: გადამტანი მზესუმზირის ზეთი; აქტიური ინგრედიენტი არანაკლებ 108 (100მლნ) სიცოცხლისუნარიანი ბაქტერია Lactobacillus reuteri DSM 17938; გადამტანი - სრულად ჰიდროგენიზებული რაფსის ზეთი. გმო-ს გარეშე. არ შეიცავს ლაქტოზას და რძის ცილებს. კონსერვანტების გარეშე.
* Lactobacillus reuteri DSM 17938-ის კულტურის ნარევის დაახლოებით 10% შედგება მონო- და დისაქარიდებისაგან, რომელთაგან 5% მოდის საქაროზაზე.
L. reuteri ProtectisTM ეხმარება და არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას და საჭმლის მონელების პროცესს. L. reuteri ProtectisTM ხელს უწყობს ლაქტოზის დაშლას და ამავე დროს წარმოქმნის რძემჟავას და ძმარჟავას და მონაწილეობს რეუტერინის, რეიტეროციკლინისა და სხვა ანტიმიკრობული ნივთიერებების გამომუშავებაში, რომლებსაც ახასიათებს ანტაგონისტული აქტივობა პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში საჭმლის მომნელებელ ტრაქტში Helocibacter pylori-ის ჩათვლით. ამგვარად, L. reuteri ProtectisTM ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბუნებრივ დაცვას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოცენოზის ფორმირებისთვის. L. reuteri ProtectisTM-ის მოქმედება უკავშირდება ნაწლავის იმუნური სისტემის აქტივაციის უნარს, რაც არის ინფექციისგან ორგანიზმის დაცვის პირველ ხაზი. L. reuteri Protectis ხასიათდება მდგრადობით კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავის მარილებისადმი.

გამოყენების სფერო: ბიოგაია პრობიოტიკი, საბავშვო წვეთები/ BioGaiaTM Priobiotic. Drops for baby -ის მიღება რეკომენდებულია როგორც ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების L. reuteri ProtectisTM-ის დამატებითი წყარო ნაწლავის ფუნქციონალური მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით.

გამოყენების რეკომენდაცია: გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან. ახალშობილებში პირველი დღეების განმავლობაში 5 წვეთი ერთხელ დღეში. მოზრდილებისთვის 5 წვეთი 1-2-ჯერ დღეში. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. პროდუქტის გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ! ბიოგაია პრობიოტიკი, საბავშვო წვეთები/ BioGaiaTM Priobiotic. Drops for baby -ის მიღება ხდება კოვზით, შესაძლებელია დაამატოთ რძეს, წყალს, სხვა სითხეებს ან საკვებს (პრეპარატი არ ცვლის მათ გემოს). არ დაამატოთ ცხელ სითხესან საკვებს.

უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება: ბიოგაია პრობიოტიკი, საბავშვო წვეთები/ BioGaiaTM Priobiotic. Drops for baby -ს მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ინახება მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს +25C-ს.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე წარმოების თარიღიდან. ფლაკონის გახსნის შემდეგ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში, ტემპერატურაზე, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს +25C-ს.
Show More
More Info
Brand
ბიოგაია ფროდაქშენი
Country
Sweden
Generic
lactobacillus
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat