Castor oil 30.0

Castor oil 30.0

Russia

იაროსლავის ფ.ქ.
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი.

ჩვენება: აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი
ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.

უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს.
პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

განსაკუთრებული მითითებანი: აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში,
აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გამოყენების მეთოდები და დოზები: საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ.
უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები-5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე-10 გრ (1
დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ-15 გრ მიღებაზე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა-5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
იაროსლავის ფ.ქ.
Country
Russia
Generic
oleum ricini
Form
ხსნარი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page