ენტეროჯერმინა - კაფსულის სახით, გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების დროს. შეფუთვაში - 12 ცალი.
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 2 მილიარდ Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს.
დამხმარე ნივთიერებები: კაოლინი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470).
კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.
ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი მკურნალობა.
კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მწვავე და ქრონიკული დარღვევები ბავშვებში, რაც დამახასიათებელია ინტოქსიკაციის, ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და დევიტამინოზისთვის.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
შიგნით, ანუ პერორალურად მისაღებად.
მოზრდილებისთვის: 2–3 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. პრეპარატის ერთჯერადი დოზების (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3–4 საათს.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1–2 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 კაფსულას, იგი მიიღება დღეში ერთხელ. თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 1 კაფსულას, ერთჯერადი დოზების (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3–4 საათს.
კაფსულა მიიღება მცირე რაოდენობის წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.
თუ ბავშვებს უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, პრეპარატი გამოიყენება სუსპენზიის ფორმით.
მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად, ანუ შიგნით მისაღებად დალევის გზით. არ გამოიყენება სხვა გზით!
ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკის დოზებს შორის ინტერვალში.
მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ შიგნით, ანუ პერორალურად მისაღებად. არ გამოიყენება სხვა გზით!
არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების (ანაფილაქსიური შოკის) განვითარება.
მოცემული პრეპარატის მიღება არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიხშირე უცნობია:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება;
ბაქტერიემია (დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
12 კაფსულა პვქ-პვდქ-ალუმინის ბლისტერში. თითო ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი.
რეცეპტის გარეშე.
კაფსულები.
მყარი თეთრი ჟელატინის კაფსულები.
სანოფი ს.პ.ა., იტალია (Sanofi S.p.A., Italy).