ენტეროჯერმინა მიღების წესი: გაეცანით პრეპარატის გამოყენების თავისებურებებს. რა დოზით უნდა მივიღოთ ენტეროჯერმინა?
ენტეროჯერმინა (Enterogermina)
ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია (5მლ ფლაკონი).
ერთი ფლაკონი (5მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები – 2 მილიარდი.
დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი 5მლ-მდე.
აღწერილობა: ოპალესცენტური, მოთეთრო ფერის სითხე დამახასიათებელი სუნით.
ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენა.
მწვავე და ქრონიკული კუჭ-ნაწლავური დარღვევები ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად (დასალევად). დაუშვებელია მისი ინექციის სახით გამოყენება!
დოზირება:
მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 საათი.
ჩვილები (3 კვირის ასაკიდან) და ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში.
გამოყენების ინსტრუქცია:ფლაკონი უნდა შეინჯღრეს გამოყენებამდე. თავსახური მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენით. შიგთავსი შეგიძლიათ მიიღოთ პირდაპირ ან გააზავოთ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში.
ანტიბიოტიკებთან კომბინაცია: რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის დოზებს შორის (მაგალითად, ანტიბიოტიკის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).
ნაწილაკები: ფლაკონში ხილული ნაწილაკების არსებობა ნორმალურია (ეს Bacillus clausii-ის სპორების აგრეგატებია) და არ ნიშნავს პრეპარატის გაფუჭებას.
ჰიგიენა: ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის.
შენახვა: არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: 2 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: სანოფი ს.პ.ა., იტალია.