მოქმედი ნივთიერება 10 მლ-ში: ნატრიუმის ალგინატი 500 მგ, კალციუმის კარბონატი 325 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 213 მგ; − სხვა ინგრედიენტები: კარბომერი 974P, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პიტნის არომატიზატორი (მენთოლისა და მალტოდექსტრინის არომატული ნივთიერებების ნარევი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, კალციუმის კარბონატს და ნატრიუმის ჰიდროკარბონატს. კუჭის შიგთავსის ზედაპირზე ნატრიუმის ალგინატი ქმნის დამცავ ფენას (ატივია კუჭის ზედაპირზე), რომელიც ხელს უშლის შიგთავსის გადასვლას საყლაპავში, შესაბამისად კი იცავს მას მარილმჟავას და კუჭის წვენების გამაღიზიანებელი მოქმედებისგან. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და კალციუმის კარბონატი ანეიტრალებს მარილმჟავას კუჭში. სამი მოქმედი ნივთიერების მოქმედების შედეგად იხსნება ტკივილი, წვა და დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ. გასტრობენე გამოიყენება გულძმარვის, კუჭის მოუნელებლობის, საკვების მიღების შემდეგ კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის, მათ შორის ეგრედ წოდებული რეფლუქს-ეზოფაგიტის შემსუბუქებისთვის და სამკურნალოდ. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში მსგავსი ჩივილების დროს. თუ 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
რეკომენდებული დოზა: მოზრდილები და 12 წლიდან ასაკის ბავშვები: 10-20 მლ ჭამის შემდეგ, 3-4-ჯერ დღე-ღამეში, პრეპარატის ბოლო დოზა მიიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 80 მლ-ს. 12 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ხანდაზმული პირები პრეპარატის დოზირების ცვლილებები საჭირო არ არის. პრეპარატი მიიღება პერორალურად. პრეპარატის ყოველი მიღების წინ საჭიროა სუსპენზიის კარგად ჰომოგენიზირება, ფლაკონის ძლიერ შენჯღრევით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.