/images/logo_en.svg
Guthione liofisilat for injecion i/m. i/v 600mg in vial #10
Guthione liofisilat for injecion i/m. i/v 600mg in vial #10

Guthione liofisilat for injecion i/m. i/v 600mg in vial #10

Republic of Korea

ბცვორლდ ფარმა

About Product
შემადგენლობა: 1 ფლაკონი (658.05მგ) შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი: გლუტათიონი (რედუცირებული): 600მგ; დანამატი (სტაბილიზატორი): ნატრიუმის ბიკარბონატი q.s.;

ნევროლოგიური დაავადებების პრევენცია ცისპლატინით ან ანალოგიური ჯგუფის ქიმიოთერაპიით.

ჩვენება: მძიმე შემთხვევებში, 600-1200მგ დღეში ინექციით კუნთებში ან ვენებში.

რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობისას ან მსუბუქი შემთხვევისას, დღეში რეკომენდებულია 300-600მგ ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექცია.

გაფრთხილება: არასასურველი რეაქცია ანაფილაქტოიდური სიმპტომები: ანაფილაქტოიდური სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იშვიათად, ამიტომ აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება. თუ პაციენტს აქვს დამბლა, არტერიული წნევის დაქვეითება ან პულსის დარღვევა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ჰიპერმგრძნობელობა: თუ განვითარდა გამონაყარი, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. საჭმლის მომნელებელი სისტემა: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: მომზადების დრო: ფლაკონის შემცველობა გაზავებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. კუნთებში შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხვედრა ნერვებსა და სისხლძარღვებში. თუ აუცილებელია განმეორებით გამოყენება, შეყვანის ადგილი უნდა შეიცვალოს-მარჯვენა მარცხენით და პირიქით. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა არის საჭირო ბავშვებსა და ჩვილებში.

შენახვა: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატების საკუთარი კონტეინერებიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერებში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან ხარისხის გაუარესება, პრეპარატების არასათანადოდ გამოყენების გამო. ამიტომ, პრეპარატები ინახება დახუფულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე 1-30C. 36 თვე წარმოების თარიღიდან.

შეფუთვა: 10 ფლაკონი კოლოფში.

დამატებითი ინფორმაცია: კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტმა არ იცის, როგორ გამოიყენოს პრეპარატი ან აქვს რაიმე შეკითხვა.
Show More
More Info
Brand
ბცვორლდ ფარმა
Country
Republic of Korea
Generic
glutathione
Dose
600მგ
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
10
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat