Hippophaes Oleum 50ml

Hippophaes Oleum 50ml

Ukraine

დკპ ფარმფაბრიკა
About Product
ქაცვის ზეთი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა: ქაცვის ზეთი - 100%

რეკომენდებულია: გამოიყენება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი კვების
რაციონთან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, მიიღება
ასევე გარედან კანისა და ლორწოვანი გარსების სხივური დაზიანების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სტიმულაციისთვის, ზემო სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი
დაავადებების (ფარინგიტი, ლარინგიტი), ჰაიმორიტის და სწორი ნაწლავის პათოლოგიური პროცესების დროს. ქაცვის ზეთი, მასში შემავალი ცხიმში ხსნადი ბიოანტიოქსიდან-
ტების წყალობით, ამცირებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული პროცესების
ინტენსივობას და იცავს დაზიანებისაგან უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, ასტი-
მულირებს რეპარაციულ პროცესებს და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის შეხორცებას, გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიოსტატიკური) მოქმედება.

რეკომენდაციები მიღების შესახებ. შიგნით მისაღებად 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში
ჭამამდე. მიღების კურსი შეადგენს 1-2 თვეს. საჭიროებისამებრ შესაძლებელია კურსის
განმეორება წელიწადში 2-3-ჯერ. გარე მიღებისათვის გამოიყენება ზეთით გაჟღენთილი დოლბანდის სახვევები.

უკუჩვენებები. ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭქვეშა
ჯირკვლის ანთებითი პროცესები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.

მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. არ წარმოადგენს სამკურნალო
საშუალებას.

გამოშვების ფორმა: მინის ან პოლიმერული ფლაკონები, 50 მლ ან 100 მლ.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება ორიგინალ შეფუთვაში +8C-დან +20C-მდე ტემპერა-ტურაზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას გამოშვებიდან
24 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი: ოოო “ფიტოლეკი”, უკრაინა.
Show More
More Info
Brand
დკპ ფარმფაბრიკა
Country
Ukraine
Generic
hippophaeae oleum
Form
ზეთი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page