Linex  forte caps #28

Linex forte caps #28

Slovenia

ლეკი
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
ფხვნილი, შინაგანად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
Bifidobacterium animalis subsp. lactis

შემადგენლობა:
ერთი საშე 1,5 გ ფხვნილით შეიცავს 109 კოლონიის წარმომქმნელ ერთეულ ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძისმჟავა ბაქტერიას Bifidobacterium animalis subsp. lactis.
შემავსებელი: მალტოდექსტრინი.
გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფხვნილი თეთრიდან ღია კრემისფერამდე.
ალუმინის პაკეტები 1,5 გ ფხვნილით. 10 ან 20 საშე შესაფუთ ჩანართ ფურცელთან ერთად კოლოფში.
1. რა არის ლინექს საბავშვო და რისთვის იყენებენ მას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
ლინექს საბავშვო - ეს არის პრობიოტიკი, სელექციონირებული ბიფიდობაქტერიების შემცველი, რომლებიც ამყარებენ და ინარჩუნებენ ბავშვებში ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს და ფუნქციას.
ბიფიდობაქტერიები შედიან წვრილი და მსხვილი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლაში, სადაც ისინი ინარჩუნებენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რაც აუცილებელია საკვების მომნელებელი ფერმენტების (საკვების მონელების), იმუნური სისტემის და პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის. ასევე ისინი წინააღმდეგობას უწევენ პათოგენური ბაქტერიების გადაჭარბებულ განვითარებას.
ძუძუთი საკვები ახალშობილების მიკროფლორა ძირითადად ბიფიდობაქტერიებისგან შედგება; ითვლება, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადრეული ძუძუთა ასაკის ბავშვებში.
ბიფიდობაქტერიების რეგულარული მიღება ეფექტურად ამცირებს საკვების მონელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აშლილობების (განსაკუთრებით დიარეის) სიხშირეს და ხარისხს, რომლებიც წარმოიქმნება ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის შედეგად და ინარჩუნებს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ დაცლას.

პრეპარატის ლინექს საბავშვო ბიფიდობაქტერიები ლიოფილიზირებულნი არიან (გამომშრალი არიან დაბალ ტემპერატურაზე), რაც პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საშუალებას იძლევა ბაქტერიების ფორმის და აქტივობის შეუცვლელად.

ლინექს საბავშვოს გამოყენება შეიძლება ბავშვებში ძუძუთა ასაკიდან 12 წლამდე:
• ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის და ფუნქციის ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად;
• დიარეის, მეტეორიზმის და საკვების მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისთვის და შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, თუ ისინი გამოწვეულია:
- კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციით (მაგ. როტავირუსით);
- ინფექციის სამკურნალო პრეპარატაბის გამოყენებით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეტური ანტიმიკრობული საშუალებებით).

უკუჩვენებები
• თუ ბავშვს აქვს ალერგია (მომატებული მგრძობელობა) პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებისადმი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გამოყენების დაწყების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვის:
• სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 380 C;
• განავალში არის სისხლი ან ლორწო;
• დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტ ხანს;
• ძლიერი დიარეა გაუწყლოებით და წონის დაკარგვით;
• დიარეა, თანმდევი ძლიერი ტკივილებით მუცელში;
• დიარეა სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება) ან იმუნოდეფიციტის (მაგ., აიდ ინფექციები) ფონზე.

ნებისმიერი დიარეის მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხის და ელექტროლიტების აღდგენა.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ისევე, როგორც სხვა ბაქტერიები, ბიფიდობაქტერიებიც მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არაუადრეს 3 საათისა ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ.

3. როგორ უნდა მივიღოთ ლინექს საბავშვო
დოზები და მიღების ხანგრძლივობა
ძუძუთა ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 საშე ერთხელ დღეში, ჭამის დროს.
ბავშვები 2 წლიდან 12 წლამდე: 1 საშე ერთხელ ან ორჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამის დროს.
ლინექს საბავშვოს მიღება შეიძლება მანამდე, სანამ შენარჩუნებულია სიმპტომები.
საშეს შიგთავსი შეურიეთ წყალს, წვენს, რძეს ან ბავშვის საკვებს.
მხოლოდ შინაგანად მისაღებად.
არ შეურიოთ ცხელ სასმელებს!

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ ყოფილა. ჭარბი დოზირების შედეგად გვერდითი ეფექტების შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
Show More
More Info
Brand
ლეკი
Country
Slovenia
Generic
lactobacillus+bifidobacterium+streptococcus faecium
Form
კაფსულა
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page