- აქტიური ნივთიერებაა: ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი 2 მგ. ლოპერამიდის ბაზის შესაბამისი რაოდენობა 1.86 მგ. ერთი კაფსულისთვის. - სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი [E171]
გამოყენება: ფარმაკოთერაპიული კატეგორია: დიარეის საწინააღმდეგო - ATC (ათქ) კოდი: A07DA03 მწვავე გარდამავალი დიარეის ხანმოკლე მკურნალობა მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. უნდა მიმართოთ ექიმს თუ ვერ იგრძნობთ ვერანაირ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 2 დღის შემდეგ.
დოზა: განკუთვნილია მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. დაიწყეთ 2 კაფსულით ერთჯერადი დოზით (ანუ 4 მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). თუ დიარეა გაგრძელდება: ყოველი ჩამოუყალიბებელი განავლის შემდეგ მიიღეთ 1 დამატებითი კაფსულა, მაგრამ: - არასოდეს გადააჭარბოთ 6 კაფსულას დღეში; - მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.
მიღების წესი: მიიღება პერორალური გზით. გადაყლაპეთ კაფსულა ჭიქა წყლით.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.