Pepsan-R oral gel #30

Pepsan-R oral gel #30

France

ფარმატის
About Product
საერთაშორისო დასახელება - dimethicone, guaiazulene

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პერორალური გელი, საშე #30

მოქმედი ნივთიერებები
დიმეტიკონი. . . . . . . . . . .3.000გრ
გვაიაზულენი. . . . . . . . . 0,004გრ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი
ჩვენებები
გასტრალგია, გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი. კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესები და დოზები
შინაგანი მიღებისათვის. 1 საშე 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევეაში. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის _ 1საშე 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1საშე დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკილივი და მუცლის შებერილობა.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კაფსულა_ბავშვთა ასაკი 14 წელი, გელი შინაგანი მიღებისათვის 18 წელი.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 25ძC ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
ფარმატის
Country
France
Generic
dimethicone+gvaizulene
Form
გელი ორალური
Packing
პაკეტი
Quantity
30
Volume
10გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page