About Product
საერთაშორისო დასახელება - rifampicin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → რიფამპიცინის ჯგუფის ანიბიოტიკები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 0.15 გ რიფამპიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.
გამოყენების ჩვენებები
რიფამპიცინი გამოიყენება ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს (ძირითადი ჩვენება). ინიშნება ლეპრას სხვადასხვა ფორმებისას, ასევე დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია პოლირეზისტენტული სტაფილოკოკებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის მატარებლების, რიფამპიცინის მიმართ მგრძნობიარე გამაღიზიანებლებით განპირობებული დაავადებების დროს.
რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური ეფექტი ცოფის ვირუსის მიმართ, ახშობს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას (ამის გამო პრეპარატი გამოიყენება ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციის პერიოდში ანტირაბიული ვაქცინით აქტიური იმუნიზაციის ფონზე).
გამოყენების წესი და დოზები
რიფამპიცინი მიიღება შიგნით უზმოზე (ჭამამდე 0.5-1 საათით ადრე). ტუბერკულოზის მკურნალობისას პრეპარატის დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებში 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამწვავების ფაზაში, დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.6 გ-მდე.
რიფამპიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია პრეპარატის ეფექტურობით და შეიძლება შეადგინოს 1 წელი ან მეტი – ექიმის დანიშნულებით.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღე-ღამის საშუალო დოზა უდრის 10 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 0.45 გ დღე-ღამეში). რიფამპიცინის ცუდი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება 2 მიღებად გაიყოს.
ლეპრას დროს პრეპარატი შემდეგი სქემებით გამოიყენება:
I: დღე-ღამის დოზა (0.3-0.45 გ) შეიყვანება 1 მიღებაზე, ხოლო ცუდი ამტანობისას – 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 3-6 თვე, კურსები მეორდება 1 თვიანი ინტერვალებით;
II: კომბინირებული თერაპიის ფონზე ინიშნება დღე-ღამის დოზა 0.45 გ 2-3 მიღებაზე 2-3 კვირის განმავლობაში, 2-3 თვიანი ინტერვალით 1-2 წლის განმავლობაში (ან იგივე დოზით 2-3-ჯერ კვირაში 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში – ექიმის დანიშნულების თანახმად). თერაპია კომპლექსურად ხორციელდება – გამოიყენება იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები.
არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებში რიფამპიცინი გამოიყენება 0.45-0.9 გ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებში – 8-10 მგ/კგ 2-3 მიღებაზე.
მწვავე ჰონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად დოზით 0.9 გ დღე-ღამეში ან 0.9 გ 1-2 დღის განმავლობაში.
ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება 0.45-0.6 გ დღე-ღამეში. მძიმე სიტუაციებისას (თავზე, სახეზე, მტევნებზე კბენა) გამოიყენება 0.9 გ დღე-ღამეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება დოზით 8-10 მგ/სხეულის წონის კგ. დღე-ღამის დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე 5-7 დღიანი ხანგრძლივობის მკურნალობის დროს. ცოფის მკურნალობა ტარდება აქტიური იმუნიზაციის პარალელურად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1.2 გ, ბავშვებისათვის – 600 მგ.
გვერდითი მოქმედება
რიფამპიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გრიპისმაგვარი სინდრომი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი), დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა (ტრანსამინაზას აქტივობის, ბილირუბინის დონის მომატება) და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. იშვიათად აღინიშნება: სისხლის წარმოქმნის სისტემის მხრივ – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია; ცნს-ს მხრივ – თავის ტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ – თირკმელების არხების ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა; ენდოკრინული სისტემის მხრივ – მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
Show More