alvovizan tablet 2mg N28
alvovizan tablet 2mg N28

alvovizan tablet 2mg N28

Germany

ჰაუპტ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება:დიენოგესტი.
მოქმედინივთიერება: მიკრონიზებული დიენოგესტი - 2.0 მგ
გამოყენების ჩვენებები
ენდომეტრიოზის მკურნალობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის ალვოვიზანის® გამოყენება უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის/დაავადების/რისკ-ფაქტორების არსებობისას, რომელთაგან ზოგიერთი ზოგადია მხოლოდ გესტაგენური კომპონენტის შემცველი ყველა სამკურნალო საშუალებისთვის.
მწვავე ვენური თრომბოფლებიტი, ვენური თრომბოემბოლია (VTE).
გულისა და არტერიების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ანგიოპათიით.ღვიძლის მიმდინარე მძიმე დაავადებები ან მათი არსებობა ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ღვიძლის მიმდინარე სიმსივნეები ან მათი არსებობა ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი).
სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების დიაგნოზირებული ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები ან მათზე ეჭვის არსებობა.უცნობი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა.ორსულთა ქოლესტაზური სიყვითლე ანამნეზში.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:
ლაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
12 წლამდე ასაკი (მენარქეს დაწყებამდე).
თუ პრეპარატის გამოყენების ფონზე რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა/დაავადება/რისკ-ფაქტორი განვითარდა, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

სიფრთხილით
დეპრესია ანამნეზში, საშვილოსნოსგარე ორსულობა ანამნეზში, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაკიკი აურით, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებების გარეშე, ჰიპერლიპიდემია, ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ანამნეზში, პირად ან ოჯახურ ანამნეზში თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები“).
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან ორსულობის დროს ენდომეტრიოზის თერაპია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:

ალვოვიზანის® მიღების დაწყება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, უწყვეტად, სასურველია ერთსა და იმავე დროს, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. შესაძლებელია ტაბლეტის უზმოზე ან საკვებთან ერთად მიღება. ტაბლეტები მიიღება რეგულარულად, ვაგინალური სისხლდენის მიუხედავად. ერთი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ დაიწყეთ პრეპარატი ალვოვიზანის® მიღება შემდეგი შეფუთვიდან, პრეპარატის მიღებაში წყვეტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ჰაუპტ ფარმა
Country
Germany
Generic
dienogest
Dose
2მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page