1. სამკურნალო საშუალების დასახელება ბელარა, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 0.03მგ/2მგ
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.030 მგ ეთინილესტრადიოლს და 2 მგ ქლორმადინონის აცეტატს (რაც შეესაბამება 1.71 მგ ქლორმადინონს).
დამხმარე ნივთიერება: 69.5 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატი. დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6.1.
3. წამლის ფორმა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. მრგვალი, ღია ვარდისფერი, ორმხრივამობურცული ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული.
4. კლინიკური მახასიათებლები 4.1. გამოყენების ჩვენებები. ჰორმონული კონტრაცეპცია.
4.2. გამოყენების წესი და დოზები აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზირება
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს (უმჯობესია საღამოს) 21 დღის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა 7-დღიანი შესვენება; ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ვითარდება “მოხსნით” გამოწვეული მენსტრუალური სისხლდენის მსგავსი სისხლდენა. შვიდდღიანი შესვენების დასრულების შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყება უნდა მოხდეს შემდეგი კოლოფიდან, მიუხედავად იმისა, შეწყდება თუ არა სისხლდენა.
ბლისტერის შეფუთვიდან ამოიღეთ კვირის შესაბამისი დღით მონიშნული ტაბლეტი და მთლიანად გადაყლაპეთ, აუცილებლობისას მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი. ტაბლეტების მიღება აუცილებელია ყოველ დღე, ისრით მითითებული მიმართულებით.