დასახელება - ფემეცინი ტაბლეტი 5მგ #30 გამოყენება ფემეცინი წარმოადგენს საშარდე სისტემის სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი გამოიყენება ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომებია: მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, მოშარდვის ხშირი სურვილი ან შარდის შეუკავებლობა. უკუჩვენებები – ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) (მაგ. გამონაყარი, ქავილი ან ქოშინი) სოლიფენაცინის სუქცინატის ან ფემეცინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; – თირკმლის დიალიზის ქვეშ მყოფი პაციენტები; – მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს ფემეცინის გამოყოფა ორგანიზმიდან (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და თირკმელის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო უკმარისობა; – შაქრის კონკრეტული სახეობების მიმართ მგრძნობელობა; – ღვიძლის მწვავე დაავადება, – შარდის გამოყოფის ან შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის პრობლემა(შარდის შეკავება); – კუჭის ან ნაწლავის სერიოზული დაავადება (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით, წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებული გართულება); – კუნთის დაავადება ე.წ. მიასთენია გრავისი, რომელმაც შესაძლოა ზოგიერთი კუნთის მკვეთრი სისუსტე გამოიწვიოს; – თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის დაქვეითებასთან ერთად (გლაუკომა). განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში – შარდის ბუშტის ობსტრუქცია, რაც ართულებს შარდვას ან შარდის გამოყოფას (შარდის წვრილი ნაკადი); – საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული ობსტრუქცია (ყაბზობა); – საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის დაქვეითების რისკი; – რეფლუქსური დაავადება (გულძმარვის სიმპტომით) ან თიაქარი (hiatus hernia); – თირკმლის სერიოზული დაავადება; – ღვიძლის ქრონიკული დაავადება; – ზოგიერთი სიმპტომი (ე.წ. ავტონომიური ნეიროპათია), რომელიც გამოწვეულია შინაგანი ორგანოების მასტიმულირებელი ნერვების დაზიანებით. საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება ფემეცინის მიღება შესაძლებელია სავსე ან ცარიელ კუჭზე. გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება მთლიანად წყლის საკმარისი რაოდენობასთან ერთად გადაყლაპვით. მიღების წესი თუ ექიმის მიერ სხვა სახის რეკომენდაცია არ არის, მიღების წესი შემდეგია: 5 მგ ან 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. ექიმი განსაზღვრავს ყველაზე შესაფერისი დოზას. ფემეცინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. მიღების მეთოდი: ფემეცინი მიიღება პერორალურად და მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად. ფემეცინის მიღება შეიძლება ცარიელ ან სავსე კუჭზე. ტაბლეტი არ გატეხოთ.