Pharmatex caps vag #6

Pharmatex caps vag #6

France

ინოტერა შუზი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Benzalkonium chloride
შემადგენლობა: ძირითადი ნივთიერება: 50% ბენზალკონიუმის ხლორიდის წყალხსნარი 37,8 მგ,
რაც შეესაბამება ბენზალკონიუმის ქლორიდის 18.9მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროლცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი კოლოიდური, დიმეტიკონი 1000, პოლიოქსიეთილენ გლიკოლის 7-გლიცერილკოკოატი, მაკროგოლი 400, ჟელატინი, გლიცერინი რაოდენობით საკმარისი ერთი ვაგინალური კაფსულისათვის.

აღწერილობა: ღია ყვითელი ფერის ოვალური ფორმის რბილი კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან ღია ყვითელი ფერის ერთგვაროვან შიგთავს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპციული საშუალება.
ჩვენება: ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის და ზოგადად, შემდეგ შემთხვევებში: პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს; მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი; მენოპაუზის წინა პერიოდი; ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს; პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.

უკუჩვენება: პირები დარღვეული ფსიკიკით, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად გამოიყენონ პრეპარატი და რომლებიც ვერ იტანენენ სასქესო ორგანოებზე არანაირ ჩარევას; ამ სახის კონტრაცეპციული მეთოდის მიუღებლობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კოლპიტი; საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გაღიზიანება და დაწყლულება;

დოზირება და გამოყენების წესი: ზურგზე წოლის დროს ვაგინალური კაფსულა შეჰყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 10 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4 საათია. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.
ერთჯერადი დოზა: ერთი კაფსულა განსაზღვრულია ერთ სქესობრივ კავშირიზე. გამოყენების ჯერადობა დამოკიდებულია ძირითადი ნივთიერების მიმართ სუბიექტურ ამატანობაზე და სქესობრივი კავშირის სიხშირეზე. ფარმატექსის გამოყენება შესაძლებელია საშვილოსნოსშიდასპირალთან ან დიაფრაგმასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქცია (წვა, ქავილი) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კონტაქტური დერმატიტი. აღნიშნულ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ორსულობა და ლაქტაცია: დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.
Show More
More Info
Brand
ინოტერა შუზი
Country
France
Generic
benzalkonium chloride
Dose
18.9მგ
Form
კაფსულა ვაგინალური
Quantity
6
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page