ბუასილის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის
ვენოპლანტი პროქტო გელი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა: ესცინი, ჰეპარინი, აზიურ ცენტელა, მელილოტუსი და ზანტალენი®
ემულგატორად შეიცავს დაპატენტებულ ლიპოპროტეინულ მცენარეულ ნაერთს: OLIVOIL GLUTINATE-ს , რომელიც მიღებულია ზეითუნის ზეთისა და ხორბლის ცილებისგან, ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების ეფექტურ შეწოვას.
ჩვენება:
- ბუასილის, ანალური ნაპრალების და პერიანალური მიდამოს ტკივილის, დისკომფორტისა და გაღიზიანების სამკურნალოდ
- პერიანალური არის გაღიზიანებისას ქავილის , წვისა და ტკივილის შესამსუბუქებლად
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი:
პროდუქტის წასმამდე კარგად გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილი. წაისვით კრემი დაზიანებულ ადგილას დღეში 3-4 ჯერ
გაფრთხილებები :
პროდუქტი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
მოერიდეთ თვალთან კონტაქტს . შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან პირველი გახსნისას ბოლომდე არ არის დახურული. გამოყენების შემდეგ არ გადააგდოთ გარემოში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში კვლევები არ ჩატარებულა; ამიტომ, ამ შემთხვევებში, პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით, ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 25°C-ს.
მწარმოებელი კომპანია: AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III; გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 30 გ ტუბი აპლიკატორით.