Andazol 200mg tab #6 /TR/
Andazol 200mg tab #6 /TR/

Andazol 200mg tab #6 /TR/

Turkey

ბიოფარმა ილაჩი
About Product
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპარაზიტული პრეპარატები.

ჩვენებები:
ადაზალი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები:
- ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);
- ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა);
- ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა);
- ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;
- ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;
- ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis;
სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია);
ქსოვილოვანიცესტოდოზები:
- ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;
- ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
- დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
- შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
- ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
- თვალის ბადურის პათოლოგიები;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.

მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ადაზალი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.
ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით.
ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ლამბლიოზის დროს ადაზალი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ადაზალი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.

შენახვის პირობები:
ინახება 15-250C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმა ილაჩი
Country
Turkey
Generic
albendazole
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
6
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page