/images/logo_en.svg
Glukantim amp 1.5g/5ml #5
Glukantim amp 1.5g/5ml #5

Glukantim amp 1.5g/5ml #5

France

სანოფი

About Product
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
1 ამპულა 5მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: მეგლუმინის ანტიმონიატი - - - - - - - 1.5გ
(ანტიმონის შესაბამისი რაოდენობა - - - - - - - - - - - - - - - - 0.405 გ)
შემავსებლები: კალიუმის დისულფიტი (0.008გ), ნატრიუმის სულფიტის ანჰიდრიდი
(0.0009გ), საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინექციისათვის 5მლ ამპულებში – 5 ამპულა შეფუთვაში.
ფარმაკო-თერაპიული კლასი
ლეიშმანიოზის და ტრიპანოსომიაზის საწინააღმდეგო (პარაზიტოლოგია).როდის უნდა იყოს გამოყენებული ეს მედიკამენტი (თერაპიული დანიშნულებანი)
ეს არის ანტიპარაზიტული პრეპარატი. იგი გამოიყენება ვისცერული ლეიშმანიოზის
(Kალა აზარ) ან კანის ლეიშმანიოზის (რეზისტენტული Lეისჰმანია აეტჰიოპიცა – ს გარდა)
სამკურნალოდ.
როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს მედიკამენტი
დოზირება და მიღების მეთოდები
ყველა შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება.
ƒ ვისცერული ლეიშმანიოზი:
ინექცია კუნთში – 20მგ/კგ დღე-ღამეში - არაუმეტეს 850მგ ანტიმონისა 20 დღის
განმავლოვაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ელენთიდან ნემსით
ასპირაციის შედეგად არ გაქრება პარაზიტი 14 დღის ინტერვალში.
განმეორების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს იგივე
სადღეღამისო დოზებით.
ƒ კანის ლეიშმანიოზი:
ƒ ზოგადი შემთხვევა, L. Bრაზილიენსის და L.Aმაზონენსის ფორმების გარდა:
გამომწვევის ინფილტრაცია უნდა იქნას მხოლოდ ადრეულ საფეხურზე.
- 2 -
ინფილტრაცია უნდა მოხდეს საკმაოდ ღრმად, იმისათვის რომ გამოვლინდეს სითეთრე
დაზიანების ძირზე. როდესაც დაზიანება მრავალრიცხოვანია, შესიებულია ან ისეთ
ადგილზეა, სადაც ნაწიბური არაესთეთიკური იქნება, ან თუ აღინიშნება ლიმფური
სტაზი ან მყესიცაა დაზიანებული, მკურნალობა უნდა წარიმართოს სისტემური გზით.
- ადგილობრივი მკურნალობა: 1 ან 3 მლ ინექცია დაზიანების საფუძველთან,
განმეორებული ერთჯერადად (ან ორჯერ თუ სასურველი რეზულტატი არ
გამოვლინდა) 1 ან 2 დღის ინტერვალით.
- სისტემური მკურნალობა: ინექცია კუნთში – 10 - 20მგ/კგ დღე-ღამეში -
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე ან მანამ, სანამ
პარაზიტი არ გაქრება კანის სკარიფიკაციის შედეგად აღებულ სითხეში რამდენიმე
დღის განმავლობაში.
ƒ L. Bრაზილიენსის - კანის და ლორწოვანი გარსების ლეიშმანიოზის და
L.Aმაზონენსის ლორწოვანი გარსების ლეიშმანიოზის დროს:
ინექცია კუნთში – 20მგ/კგ დღე-ღამეში - მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ
გამოჯანმრთელებამდე ან არაუმეტეს 4 კვირისა L. Bრაზილიენსის დროს და რამდენიმე თვე
L.Aმაზონენსის დროს.შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს +250 ჩ ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
France
Generic
meglumine
Dose
1.5გრ/5მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat