About Product
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.გამოყენების ჩვენებები: საწყისი თერაპია და ხანმოკლე სიპტომატური მკურნალობა ოსტეოართრიტის (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები), რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვა ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორიცაა ართროპათია, დორსოპათია (მაგალითად, იშიასი, ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, მხრის პერიართრიტი და სხვ.), რომლებსაც ახლავს ტკივილი.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის და პრეპარატის დამხმარე კომპონენტის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო პრეპარატების მიმართ; ბრონქიალური ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების მორეციდივე პოლინოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სრული ან არასრული შერწყმა, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების აუტანლობით ჯვარედინი მგრძნობელობის ალბათობის არსებობის გამო (მათ შორის ანამნეზში). კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების სტადიაში ან ცოტა ხნის წინ გადატანილი. ნაწლავის ანთებითი დაავადებები-კრონის დაავადება ან წყულოვანი კოლიტი გამწვავების სტადიაში; ღვიძლის და გულის უკმარისობა; თირკმელების მძიმე უკმარისობა (თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი, კრეატინინის კლირენსი 30მლ-წთ-ზე ნაკლები), თირკმელების პროგრესირებადი დაავადებები, მათ შორის დადასტურებული ჰიპერკალიემია; ღვიძლის აქტიური დაავადებები; კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა, ახლახან გადატანილი ცერებროვასულარული სისხლდენები ან სისხლის შედედების სისტემის დაავადებების დადგენილი დიაგნოზი; 18 წლამდე ასაკი; პერიოპერაციული ტკივილის თერაპია კორონარული არტერიების შუნტირების ჩატარებისას; ანტიკოაგულანტებით თანხმლები თერაპია, რადგანაც არსებობს კუნთშიდა ჰემატომების წარმოქმნის რისკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი შეიყვანება ღრმად კუნთში ინექციის სახით. არ შეიძლება პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა. ოსტეოართრიტი ტკივილის სინდრომით: 7,5მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 15მგ-მდე დღეში. რევმატოიდული ართრიტი: 15მგ დღეში. სამკურნალო ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება შემცირებული იქნას 7,5მგ-მდე დღეში. მაანკილოზირებელი სპონდილიტი: სამკურნალო ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება შემცირებული იქნას 7,5მგ-მდე დღეში. პაციენტებში გვერდითი რეაქციების მომატებული რისკით (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ანამნეზში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების არსებობა) რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება 7,5მგ დოზიდან დღეში. პაციენტებში გამოხატული თირკმელების უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5მგ-ს დღეში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More