Brexin tab 20mg #20

Brexin tab 20mg #20

Italy

კიეზი ფარმაცეუტიჩი
About Product
შემადგენლობა: თითო ტაბლეტი შეიცავს: პიროქსიკამ-ბეტა-ციკლოდექსტრინი (ექვივალენტურია 20მგ პიროქსიკამისა); დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კაჟბადის ჰიდრატირებული კოლოიდური დიოქსიდი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: პიროქსიკამი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომების მოსახსნელად. მისი უსაფრთხოების პროფილიდან გამომდინარე პიროქსიკამი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების შერჩევისას. პიროქსიკამის დანიშვნა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ჯამში პაციენტისათვის მოსალოდნელი რისკების შეფასებას. ვინაიდან პიროქსიკამის მუდმივი ეფექტური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მხოლოდ პრეპარატის ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში მიღებისას, შესაბამისად ეს პრეპარატი არ გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა სწრაფი ეფექტი.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული გამოვლინებები, სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში; დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც წინაპირობას უქმნის სისხლდენას, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნე ან დივერტიკულიტი ანამნეზში. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ აქტიური პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დარღვევები ან სისხლდენა. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გასტრიტი, დისპეფსია, თირკმელების ან ღვიძლის მწვავე დაავადებები, გულის ზომიერი ან მწვავე დაავადებები, მწვავე ჰიპერტენზია, სისხლის მწვავე დაავადებები ან ჰემორაგიული დიათეზი. სხვა ასაპ-ის თანმხლები გამოყენება, მათ შორის ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების, აცეტილსალიცილის მჟავის ანალგეზიურ დოზებთან ერთად მიღება. ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება. ნებისმიერი ტიპის სერიოზული წამლისმიერი ალერგიული რეაქციები ანამნეზში, გასაკუთრებით კანის რეაქციები, როგორიც არის მულტიფორმული ერითემა, სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. მანამდე გამოვლენილი კანის რეაქციები (მიუხედავად სიმწვავისა) პიროქსიკამზე, სხვა ასაპ-ზე და პრეპარატებზე. დადგენილი ან სავარაუდო ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი.მიღების წესი და დოზები: დოზას ადგენს ექიმი, რომელსაც გააჩნია ანთებითი ან დეგენერაციული რევმატული დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოზირების და მკურნალობის გამოცდილება. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 20მგ-ს (1 ტაბლეტი).

გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით უნდა დაინიშნოს ისეთი მინიმალური ეფექტური დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს.ორსულობა და ლაქტაცია: პიროქსიკამი უკუნაჩვენებია დადგენილი ან სავარაუდო ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა: პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და-ან ემბრიოფეტალურ განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მიღების შემდეგ არსებობს აბორტის, გულის მანკების, გასტროსხიზმის რისკის ზრდა.
გულის მანკების რისკი პროცენტულად იზრდება დაახლოებით 1%-1,5%-მდე.
მიიჩნევენ, რომ რისკი დამოკიდებულია დოზაზე და ასევე მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცხოველებში პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების მიღებამ გამოიწვია პრე და პოსტიმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის ზრდა.
ცხოველებში, რომელთაც ორგანოგენეზის პერიოდში აძლევდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს აღინიშნა სხვადასხვა სიმახინჯეების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა მანკების შემთხვევების გახშირება. ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის: ტოქსიკურობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (არტერიული სადინრის დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია); თირკმელების დისფუნქცია, რაც იწვევს თირკმელების უკმარისობას ოლიგოჰიდრამნიოზით;
დედებსა და ნაყოფში ორსულობის ბოლოს: მოსალოდნელია სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ანტიაგრეგაციული ეფექტი, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან დაბალმა დოზებმაც კი;
საშვილოსნოს შეკუმშვის შეფერხება, რაც იწვევს მშობიარობის შენელებას ან გახანგრძლივებას.შენახვის წესი და ვარგისიანობის ვადა:
Show More
More Info
Brand
კიეზი ფარმაცეუტიჩი
Country
Italy
Generic
piroxicam+betadex
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page