About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი.
ჩვენება: ეტორიკოქსიბი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა; ეტორიკოქსიბი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით დაკარგვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.
პოდაგრა არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადება.
უკუჩვენება:ორსულობა, ლაქტაცია. თუ პაციენტი ალერგიულია ეტორიკოქსიბის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მათ შორის ასპირინისა და COX-2 ინჰიბიტორების, მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა; თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება; თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა; თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი; თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, არტერიული წნევა სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული); თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი); თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროვების ან ბლოკირების გამო); თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი); ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ Gგაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
Show More
More Info
36576
Brand
რატნატრის ფარმაცეუტიკალსი