dexapein i.v i.m solution for injection 25mg/ml 2ml amp N5
Republic of Moldova
ბალკან ფარმაცევტიკალს
GEL
in stock
new
19.43₾
24.6₾
-22.0%
About Product
დექსაპეინი
შემადგენლობა ერთი ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება - დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი დექსკეტოპროფენზე გადათვლით 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.
გამოყენების ჩვენებები ზომიერი და გამოხატული ინტენსივობის მწვავე ტკივილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია პერორალური თერაპია, მაგალითად, პოსტოპერაციული ტკივილის,თირკმლის კოლიკისა და ზურგის ტკივილის დროს.
გამოყენების წესი და დოზები დოზირება ზრდასრულები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ ყოველ 8-12 საათში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ხელახალი შეყვანა 6-საათიანი ინტერვალის შემდეგ. მთლიანი სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ. დექსკეტოპროფენი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მწვავე სიმპტომური პერიოდით (არაუმეტეს 2 დღისა). პაციენტები შეძლებისდაგვარად უნდა გადავიდნენ ორალურ ანალგეზიურებზე.
გამოყენების წესი: დექსაპეინი შეიძლება შეყვანილ იქნას ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად: ინტრამუსკულური შეყვანა: პრეპარატ დექსაპეინის ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ) ნელა შეჰყავთ ღრმად კუნთში. ინტრავენური შეყვანა: - ინტრავენური ინფუზია: მომზადებული განზავებული ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან. - ბოლუსური ინტრავენური შეყვანა: საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატ დექსაპეინის ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ) შეიძლება იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ბოლუსის სახით მინიმუმ 15- წამის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: როდესაც პრეპარატი დექსაპეინი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად ბოლუსის სახით, ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულიდან ამოღებისთანავე! ინტრავენური ინფუზიისთვის ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურ პირობებში და უნდა იყოს დაცული ბუნებრივი დღის სინათლისგან.
შენახვის პირობები ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!