dinapar AQ solution for injection75mg/ml 1ml N5
dinapar AQ solution for injection75mg/ml 1ml N5

dinapar AQ solution for injection75mg/ml 1ml N5

India

ტროიკა ფარმაცეუტიკალსი
About Product
დასახელება - დინაპარი AQ ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 75მგ/1მლ 1მლ #5

ფარმაკოდინამიკური თვისებები
დიკლოფენაკი არასტეროიდული საშუალებაა მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი/ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის არის პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დინაპარი AQ-ის ინტრაგლუტალური შეყვანის შემდეგ, პლაზმის საშუალო პიკური
კონცენტრაციაა დაახლოებით 2,4 მკგ/მლ, მიიღწევა 49 წუთში.
დიკლოფენაკი 99%-ზე მეტი უკავშირდება შრატის ცილებს პირველ რიგში ალბუმინს. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში. ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,25 საათს.
თერაპიული ჩვენებები
ინტრამუსკულარული ინექცია (ინტრაგლუტალური და ინტრადელტოიდური) და
ინტრავენური ინფუზია
დინაპარი AQ ეფექტურია ტკივილის მწვავე ფორმების დროს, მათ შორის თირკმლის კოლიკა, ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის გამწვავებები,ზურგის მწვავე
ტკივილი, მწვავე პოდაგრა, მწვავე ტრავმა და მოტეხილობები და პოსტოპერაციული ტკივილი.
ინტრავენური ბოლუს ინექცია
მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკისა და მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს.
დოზირება და მიღების წესი
ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით, დოზა უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული და ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უნდა დაინიშნოს ყველაზე მოკლე შესაძლო ხანგრძლივობით. დიკლოფენაკის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა
არის 150 მგ. დინაპარი AQ-ს ინექცია არ უნდა გაკეთდეს ორ დღეზე მეტი ხნით.

გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციაში
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ბავშვებში.
ძუძუთი კვების დროს უნდა მოერიდოთ დიკლოფენაკს.
გერიატრიული გამოყენება: გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და რაც შეიძლება მოკლე ხანგრძლივობით. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით თერაპიის დროს პაციენტი რეგულარულად უნდა შემოწმდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენაზე.
უკუჩვენებები
• აქტიური ან წარსულში გადატანილი მორეციდივე პეპტიური წყლული/სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი);
• გულის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაავადება;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრის პერიოდი;
• კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ადრე მკურნალობასთან;
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ადრე გამოვლინდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იბუპროფენის, ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა საშუალებებთან მიმართებაში.
Show More
More Info
Brand
ტროიკა ფარმაცეუტიკალსი
Country
India
Generic
diclofenac
Dose
75მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Quantity
5
Volume
1მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page