About Product
ფასტენალი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენის ლიზინის მარილი;
1 ორნაწილიანი პაკეტი შეიცავს 80 მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილს, რაც ექვივალენტურია 50 მგ კეტოპროფენისა;
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტი (ნეოსორბი P60) (E 420), სორბიტი (ნეოსორბი P30/P60) (E 420), პოვიდონი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზატი, პიტნის არომატიზატორი.
თერაპიული ჩვენებები
მოზრდილები: ტკივილით მიმდინარე ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობა რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის, მტკივნეული ართროზის, სახსარგარე რევმატიზმის, ტრავმის შემდგომი ანთების, მტკივნეული ანთებითი დაავადებების დროს სტომატოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიაში და პნევმოლოგიაში.
ბავშვები: ტკივილით, ასევე ცხელებით მიმდინარე ანთებითი პროცესების ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა შემდეგი მდგომარეობების დროს: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პოსტოპერაციული ტკივილი და ოტიტი.
დოზირება და მიღების მეთოდი
მოზრდილები: 80 მგ პაკეტი (სრული დოზა), იხსნება 100 მლ წყალში, მოურიეთ და მიიღეთ პერორალურად 3-ჯერ დღეში კვების დროს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ კეტოპროფენს, რაც შეესაბამება 320 მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილს. კეტოპროფენის 200 მგ სადღეღამისო დოზით მკურნალობის დაწყებისას საჭიროა სარგებელი რისკის თანაფარდობის დეტალურად განხილვა; უფრო მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული.
6-14 წლის ბავშვები: ორნაწილიანი პაკეტის ქ შემცველობა, 40 მგ (ნახევარი დოზა), იხსნება 100 მლ წყალში, მოურიეთ და მიიღეთ პერორალურად 3-ჯერ დღეში კვების დროს.
არ მიიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები: დოზას განსაზღვრავს ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს დოზის შესაძლო შემცირების საჭიროება ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მინიმალური სადღეღამისო დოზით.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით: რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება და შემანარჩუნებელი თერაპია მინიმალური ეფექტური დოზით. დოზის ინდივიდუალური კორექციის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის კარგი ამტანობის დადასტურების შემდეგ. საჭიროა დიურეზის და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დისფუნქცია.
გამოიყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო უმცირესი ეფექტური დოზა მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდით.
პაკეტის გამოყენების წესი: ნახევარი დოზის (40 მგ) მისაღებად, გახსენით პაკეტი ნიშნულის "ნახევარი დოზა" გასწვრივ. სრული დოზის (80 მგ) მისაღებად, გახსენით პაკეტი ნიშნულის "სრული დოზა" გასწვრივ. გახსენით ერთი პაკეტის ან ნახევარი პაკეტის შემცველობა 100 მლ წყალში და მოურიეთ.
პედიატრიული პოპულაცია
არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More