Flexo ampulis 1mg/2ml #1
Flexo ampulis 1mg/2ml #1

Flexo ampulis 1mg/2ml #1

Turkey

მეფარ ილაჩ
About Product
საერთაშორისო დასახელება - ETOFENAMATE
მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN., თურქეთი
მოქმედი ნივთიერება: ეტოფენამატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 1 ც.
1 ამპ.
ეტოფენამატი ...... 1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ტრიგლიცერიდები - საკმარისი რაოდენობით.

ჩვენებები:
იყენებენ რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, პერიართრიტის, ბურსიტის, სინოვიტის, ტენდოსინოვიტის, ეპიკონდილიტის, დაჭიმულობის, დაჟეჟილობის, ტრავმის შემდგომ ანთებების ლუმბაგოს სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება კუნთებში 1 ამპულა ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილზე შესაძლებელია ტკივილი, გამკვრივება, ჰიპერემია, შეშუპება, ქავლი. იშვიათად ჰემატომა და ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი.
ზოგადი რეაქციები: შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, ტკივილი გულმკერდის არეში, კანზე გამონაყარი, შეშუპება. იშვიათად - სახის და ენის შეშუპება, ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, ჰიპოტონია და მასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია ცვლილებები: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია.
ეტოფენამატს განსხვავებით სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარტებისაგან, არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა, განავალში ცხიმის შემცველობა, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები, თირკმელების უკმარისობა, მეხსიერების გაფანტვა, დეპრესია.

უკუჩვენებები:
* ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ურტიკარია;
* მომატებული მგრძნობელობა ეტოფენამატის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
* სისხლის წარმოქმნის პროცესის უცნობი ეთიოლოგიის დარღვევა;
* 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:
არასაკმარისი ინფორმაციის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.
Show More
More Info
Brand
მეფარ ილაჩ
Country
Turkey
Generic
etofenamate
Dose
1000მგ/2მლ
Form
ხსნარი საინექციო ზეთოვანი
Packing
ამპულა
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page