Flexo gel 50mg/g 40g

Flexo gel 50mg/g 40g

Turkey

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - etofenamate
წამლის ფორმა
40გ-იანი გელი
შემადგენლობა:
1გ გელი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას; ეთოფენამატი _ 50,0 მგ
დამხმარე ნივთიერებანი; ევკალიტის ესენცია, ფიჭვის ესენცია პოლიეთილენგლიკოლი, ემოლგინი მ_8, კარბოშერი 940, ტრიეტანოლამინი, იბოპროპილოერი სპირიტ, გაწმენდილი წყალი.

აღწერა
გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის გელი ევკალიპტის გამაგრილებელი სურნელით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი მოხმარებისთვის.

ჩვენება მოხმარებაზე
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ტკივილების შეტევები სახსრებისა და რბილი ქსოვილების ანთება, ტკივილი, დაძაბულობა გამოწვეულია ტრამვებით, დეგენერაციული ან რევმატიული დაავადებების დროს (დაჭიმულობა, ამოვარდნები, ნაღრძობი, ლუმბაგო, ბურხიტი, მიოზიტი, ტენგოვაგინიტი, მიალგია, ართრიტი).
მხრის სარტყლის ან კისრის გაციება.

გვერდითი ჩვენებები
ძალზე იშვიათად შესაძლოა კანის გაღიზიანება.
უკვუჩვენებები.
ზემგრძნობელობა ეთოფენამატზე, ფლუფენამის მჟავაზე ან სხვა აას საშუალებებზე.

საგანგებო მითითებები
იშვიათად ხდება კანის გაღიზიანება, რომელიც ქრება პრეპარატის მოხმარების შეწყვეტისთანავე.
არა შეიძლება ღია ჭრილობებსა და ეგზემაზე წასმა.
პრეპარატის მოხმარება უნდა შეწყდეს ზემგრძნობელობით რეაქციის შემთხვევაში.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ნაყოფზე ზემოქმედების მიხედვით განეკუთვნება C კატეგორიას (FDA).
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შეინიშნებოდა ემბრიოტოქსიური და ტეროტოგენული თვისებები.
შეიძლება დაინიშნოს, თუკი სავარაუდო სარგებლობის დონე ქალისათვის აღემატება ბავშვთან დაკავშირებული რისკის დონეს.
წამალი აღწევს დედის რძეში. თუმცა ამ დროს რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა ჩვილ ბავშვებზე არ აღინიშნება.
ინიშნება აუცილებლობის შემთხვევაში მოკლე ვადით და მცირე რაოდენობით.

დოზის გადამეტება
მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა
შეფუთვაში ფლექსო გელი 40გ ტუბებში მოხმარების ინსტრუქცია_ჩანართი.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
Turkey
Generic
etofenamate
Dose
5%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
40გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page