Ibutamol Duo tab 500mg+200mg #20
Ibutamol Duo tab 500mg+200mg #20

Ibutamol Duo tab 500mg+200mg #20

Bulgaria

რამკოფარმი
About Product
იბუტამოლ დუო შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ. პარაცეტამოლი ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც ამცირებს ტკივილს და ცხელებას. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფის მედიკამენტებს, რომელიც ასევე ამცირებს ტკივილს და ცხელებას. პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ-ს კომბინაცია (იბუტამოლ დუოს ტაბლეტები) გამოიყენება საშუალო და ზომიერად ძლიერი ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიც არის შაკიკი, თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის და კუნთების ტკივილი, ართრიტთან დაკავშირებული ტკივილი, ასევე გაციების და გრიპის სიმპტომები. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ სამი დღის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესდება ან სიმპტომები გაუარესდება.

არ მიიღოთ იბუტამოლ დუო თუ:

- ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების(ების) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (დამხმარე ნივთიერება) მიმართ (მოცემულია პარაგრაპ 6-ში);

- გაქვთ (ან მანადე გქონდათ) სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (ყითა ნაწლავი), თუ გაქვთ შავი, წებოვანი განავალი ან სისხლიანი დიარეა;

- გაქვთ პეპტიური წყლული (მაგ: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), ამგვარი ანამნეზი ცოტა ხნის წინ ან მანამდე გქონდათ პეპტიური წყლული;

- თუ ღებულობთ პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ მედიკამენტებს;

- რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

- გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;

- გაქვთ ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;

- გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები;

- გაქვთ ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ასპირინის/აცეტილსალიცილის მჟავას ან სანთბის საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიღების შემდეგ;

- ორსულობის ბოლო სამი თვე;

- 18 წლამდე ასაკი.
მიღების წესი: მოზრდილებში, 18 წლის ასაკის ზევით, რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი საკვებთან და წყალთან ერთად, სამჯერ დღეში.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
რამკოფარმი
Country
Bulgaria
Generic
paracetamol+ibuprofen
Dose
500მგ+200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page