/images/logo_en.svg
Mufleksin plus tab #20

Mufleksin plus tab #20

Turkey

ბილიმი

About Product
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 36,90 მგ დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლს, რაც ექვივალენტურია 25 მგ დექსკეტოპროფენის და 4 მგ თიოკოლხიკოზიდს.
ჩვენებები:
მუფლექსინი პლუსი გამოიყენება ოსტეოართრიტის, ხერხემლის სვეტის ტკივილის სინდრომის, არასახსროვანი რევმატიზმის, მტკივნეული კუნთების სპაზმის და პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

მიღების წესები და დოზირება:
მუფლექსინი პლუსის 25 მგ/4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მუფლექსინი პლუსის ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს სიმპტომური პერიოდით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღე
გამოიყენება მხოლოდ ორალური გზით.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, სავსე კუჭზე.
პერორალური მიღების შემდეგ თუ დიარეა განვითარდა, დოზა შესაბამისად უნდა შემცირდეს.

უკუჩვენებები
მუფლექსინი პლუსი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტები ჰიპერმგრძნობელობით დექსკეტოპროფენის, თიოკოლხიკოზიდის, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების ან ამ პროდუქტის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
პაციენტებში დუნე დამბლით, კუნთოვანი ჰიპოტონიით;
პაციენტებში სისხლდენის პრობლემებით და ანტიკოაგულანტების გამოყენებისას;
პაციენტებში აქტიური ან საეჭვო პეპტიური წყლულით/სისხლჩაქცევით ან მორეციდივე პეპტიური წყლულით/სისხლჩაქცევით ან ქრონიკული დისპეფსიით ისტორიაში;
პაციენტებში კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენით ან პერფორაციით ანამნეზში, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების წინა თერაპიასთან;
კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით;
პაციენტებში ბრონქული ასთმით ანამნეზში;
თირკმელების საშუალო და მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით;
ჰემორაგიული დიათეზის და კოაგულაციის სხვა დარღვევების მქონე პაციენტებში;
ოპერაციამდე ტკივილგამაყუჩებლად გამოყენება კორონარული არტერიის შემოვლითი გრაფტის შემთხვევაში;
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღნიშნული აქვთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად: ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული რეაქციები) ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიმართ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული მძიმე მიმდინარეობისას, რომელიც იშვიათად იწვევს სიკვდილს, დაფიქსირდა ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
მუფლექსინი პლუსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
მუფლექსინი პლუსი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები
ინახება 25რC-ზე დაბლა ოთახის ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბილიმი
Country
Turkey
Generic
dexketoprofen+thiocolchicosice
Form
ტაბლეტი
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat