Mydocalm amp /100mg+2.5mg/1ml #5
Mydocalm amp /100mg+2.5mg/1ml #5

Mydocalm amp /100mg+2.5mg/1ml #5

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - tolperisone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → მიორელაქსანტები → ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
100 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი და 2.5 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ყოველ 1 მლ ამპულაში

დამხმარე ნივთიერებები
მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, დიეთილენგლიკოლ-მონოეთილეთერი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო ხსნარი
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მომწვანო სპეციფიკური სუნის ხსნარი. მექანიკურ ჩანართებს არ უნდა შეიცავდეს.

მიღების წესები და დოზირება
განკუთვნილია მხოლოდ პარენტერალური მიღებისთვის
მოზრდილებში ინიშნება ყოველდღე 100 მგ 2-ჯერ დღეში, კუნთში ან 100 მგ 1-ჯერ დღეში ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
ინექციები არ ინიშნება ბავშვებში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; მძიმე მიასთენია, ლაქტაციის პერიოდი, საბავშვო ასაკი.
შეფარდებითი უკუჩვენება: ორსულობა, ძირითადად I ტრიმესტრი.

განასაკუთებული მითითებანი:
არ ინიშნება ბავშვებში

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარტებთან ერთად მიდოკალმის გამოყენების შეზღუდვის შესახებ. მოქმედების ცენტრალური მექანიზმის მიუხედავად, ტოლეპრიზონი არ იწვევს სედატიურ ეფექტს, ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება სედატიურ, ჰიპოტონურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად.
არ ახდენს ზეგავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებაზე.
აძლიერებს ნიფლუმინის მჟავის ეფექტს,; ერთდროულად დანიშვნისას შესაძლოა საჭირო გახდეს ნიფლუმინის მჟავის დოზის შემცირება.
გვერდითი მოქმედება
კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, მუცელში დისკომფორტის შეგრძნება. დოზის შემცირებისას გვერდითი მოქმდება როგორც წესი ქრება.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანის ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, დისპნოე).

დოზის გაადჭარბება
მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არის მცირერიცხოვანი. მიდოკალმს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი, აღწერილია ბავშვების მიერ 600 მგ პრეპარტის მიღების შემთხვევები, რომელიც წარიმართა განსაკუთრებით სერიოზული ტოქსიური სიმპტომების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებში აღინიშნებოდა მომატებული გაღიზიანებადობა 300-600 მგ მიდოკალმის დღიური დოზის შიგნით მიღების შემდეგ. პრეკლინიკური მონაცემების მიხედვით დიდი დოზების შემთხვევაში აღინიშნა ატაქსია, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, დისპნოე და სუნთქვის გაჩერება.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხევევაში რეკომენდირებულია საერთო სიმპტომატური და შემანარჩუნებლი თერაპია.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
tolperisone+lidocaone
Dose
(100მგ+2.5მგ)/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page