United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
თორნტონ და როსი
GEL
in stock
new
13.85₾
21.3₾
-35.0%
About Product
საერთაშორისო დასახელება - Menthol+Camphorae,Methylsalicylate,Capsi
ჩვენება: იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. ისინი ხსნიან ტკივილს და ამცირებენ ანთებას. რადიან B გამოიყენება ზურგის ტკივილის, რევმატიული და კუნთების ტკივილის ან მყესების დაჭიმვის და სპორტული დაზიანებების დროს. რადიან B არ გამოიყენება: – თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის ან რადიან B შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგერდიენტის მიმართ. – თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ასთმა, ცხვირის ანთება (რინიტი) ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) გამოწვეული ასპირინის, იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით. – თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა. დაუშვებელია რადიან B გამოყენება პლასტირებთან ან სხვა სახვევებთან ერთად. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რადიან B გამოყენების დროს: დაუშვებელია რადიან B მოხვედრა გაღიზიანებულ ან დაზიანებულს კანზე, თვალზე, ცხვირზე და მგრძნობიარე ადგილზე.
სხვა პრეპარატების მიღება: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატს: – ასპირინი; – სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები); რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
დოზირება მოზრდილები, ხანდაზმულები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: – ტუბიდან უნდა გამოვიდეს 5-დან 10 სმ-მდე გელი (შეიცავს 50-100 მგ იბუპროფენს) და მსუბუქად შეიზილება დაზიანებულ ადგილას მის სრულ შეწოვამდე. პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. დაუშვებელია განსაზღვრული დოზის გადაჭარბება. ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რადიან B დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გადაჭარბებული დოზის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა და დაბალი არტერიული წნევა.
Show More
More Info
8623
Brand
თორნტონ და როსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland