tolpirex tablets 150 mg #30
tolpirex tablets 150 mg #30

tolpirex tablets 150 mg #30

India

ეჯ ფარმა
About Product
დასახელება - ტოლპირექსი 150მგ #30ტ

მიღების ჩვენება:

ინსულტით გამოწვეული სპასტიურობის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.

უკუჩვენება

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

– მიასთენია გრავის;

– 18 წლამდე ასაკი.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო. ამ პერიოდში ტოლპირექსის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, ჭიქა წყლის მიყოლებით. საკვების არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება პრეპარატის ბიოშეღწევადობის შემცირება გამოიწვიოს.

მოზრდილები: საშუალო სადღეღამისო დოზაა 150მგ-450მგ გაყოფილი დღეში 3 მიღებად, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და პრეპარატის ტოლერანტობის მიხედვით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების ამ ჯგუფში დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ინდივიდუალური ტიტრაცია, პაციენტის მდგომარეობისა და თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგით. ტოლპერიზონის გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების ამ ჯგუფში დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ინდივიდუალური ტიტრაცია პაციენტის მდგომარეობისა და ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგით. ტოლპერიზონის გამოყენება რეკომენდებული არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში: ბავშვებში ტოლპეიზონის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
ვარგისობის ვადა

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ეჯ ფარმა
Country
India
Generic
tolperisone
Dose
150მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page