About Product
დასახელება - Traumeel S- ტრაუმელ S მალამო ტუბი 50გ
ჩვენება:
წვეთები, ტაბლეტები, საინექციო ხსნარი: დაჭიმულობა, ამოვარდნილობა,
სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლის მოტეხილობა,
ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა
ორგანოებისა და ქსოვილის ანთებითი და დეგენერაციული პროცესი,
განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი,
სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), არ-
თროზი, თავის ტვინის მწვავე შერყევა.
მალამო: დაჟეჟილობა, სხვადასხვაგვარი დაზიანება (სპორტი, სატრანსპორტო
შემთხვევა), დაჭიმულობა, მოტეხილობა, კონტუზია,
სისხლჩაქცევა, ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა
ორგანოებსა და ქსოვილებში (პაროდონტიტი, პაროდონტოზი, ღრ-
ძილების დაჩირქება), განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში
(ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, მხრის ეპიკონდილიტი), ართროზი.
წინააღმდეგ ჩვენება:
წვეთები, ტაბლეტები: არ გააჩნია.
საინექციო ხსნარი: მომატებული მგრძნობიარობა რთულ–
ყვავილოვანთა მიმართ.
მალამო: მომატებული მგრძნობელობა მცენარე არნიკას მიმართ.
გვერდითი ეფექტი:
წვეთები, ტაბლეტები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული
ნერწყვდენის დროს.
საინექციო ხსნარი: სახსრისშიგა ინექციისას ზოგიერთ შემთხვევაში
აღინიშნება სახსრის ტკივილი, რომელიც იხსნება ანთების
საწინაამღდეგო თერაპიით; ძალზე იშვიათად მომატებულმა მგრძნობელობამ
რთულყვავილოვანთა მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური
რეაქციები.
მალამოს ხმარებისას, იშვიათად, კანზე ალერგიული რეაქციებია
მოსალოდნელი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დოზირება და გამოყენების წესი:
წვეთები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, რბილი ქსოვილების შეშუპებისას
- 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით.
საინექციო ხსნარი: 1-3-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებისას
ყოველდღე 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში (ნაწიბურების არსებობისას),
ვენაში, სასახსრე ჩანთაში და სახსრის გარშემო.
მალამო: დილა-საღამოს ან აუცილებლობისას უფრო ხშირად
დაზიანებულ ზედაპირზე შესაზელად. შესაძლებელია ნახვევების
დადებაც.
ღია ჭრილობაზე მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული.
Show More
More Info
42257
Generic
homeopatic comb. drug