Abizol tab 15mg #28

Abizol tab 15mg #28

Turkey

ნობელ ილაკ სანი
About Product
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 15მგ არიპიპრაზოლს, დამხმარე ნივთიერების სახით-110.55მგ მანიტოლს და საღებავის სახით-რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

ჩვენება: აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში. აბიზოლი ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით. აბიზოლი ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების და ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება-სიფრთხილის ზომები: სუიციდის მცდელობა: სუიციდური ქცევის მოვლენები დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და გუნება-განწყობის ცვლილებების დროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური პრეპარატებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებისთანავე ან მკურნალობის შეცვლის შემდეგ. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკაცრი დაკვირვება.ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: ჰიპერგლიკემია, ცალკეულ შემთვევებში გამოხატული და თანხლები კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული კომით ან სიკვდილით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატიპიურ ნეიროლეფსიურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. მძიმე გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები ითვალისწინებს სიმსუქნეს და დიაბეტს ოჯახის ანამნეზში. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში დაორსულების ან ორსულობის დაგეგვის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: არიპიპრაზოლს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ ეფექტებს ნერვული სისტემის და მხედველობის მხრივ, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, გულყრა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია.პრეპარატის დოზირება და მიღების წესი: დოზირება: მოზრდილები: შიზოფრენია: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10-15მგ-დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით-15მგ-დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლის ეფექტურობა ნაჩვენებია დოზით 10-30მგ-დღე-ღამეში. ეფექტურობის გაზრდა დღე-ღამეში 15მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტურობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30მგ-ს.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
Turkey
Generic
aripiprazole
Dose
15მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page