ALPHOSCET i/v. i/m solution for injection 250mg/ml 4ml #3
ALPHOSCET i/v. i/m  solution for injection 250mg/ml 4ml #3

ALPHOSCET i/v. i/m solution for injection 250mg/ml 4ml #3

Romania

რომფარმ კომპანი
About Product
დასახელება - ალფოსცეტი ი/მ, ი/ვ ხსნარი საინექციო 250მგ/1მლ 4მლ #3

შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარის შემადგენლობაში შედის 250მგ ქოლინის ალფოსცერატი.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
თერაპიული ჩვენებები
თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქო-ორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულური უკმარისობის მეორადი შედეგები, ე.ი. პირველადი ან მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმულ პირებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება.
ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: გუნება-განწყობის ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ ინდიფერენტულობა.
მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (ერთი ამპულა) დღეში კუნთში ან ვენაში (ნელა).
ქოლინის ალფოსცერატით მკურნალობის კლინიკური ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს. ქოლინის ალფოსცერატით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
მკურნალობა უნდა დაიწყოს და აკონტროლოს ექიმმა, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დემენციისა და ინსულტის შემთხვევაში კოგნიტური დისფუნქციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს მოქმედ გაიდლაინებს.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
თირკმლისა და ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი ჯერ არ არის.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე.
ლაქტაცია
ცხოველის რძეში ქოლინის ალფოსცერატის/ მეტაბოლიტების სეკრეციის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.ალფოსცეტი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
შენახვის პირობები
ინახება 25რC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
choline alfoscerate
Dose
250მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Quantity
3
Volume
4მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page