artigo tablets 20mg+40mg #60
artigo tablets 20mg+40mg #60

artigo tablets 20mg+40mg #60

Poland

ბიოფარმი
About Product
დასახელება - არტიგო ტაბლეტი 20მგ+40მგ #60

გამოყენება
არტიგო შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს – ცინარიზინს და დიმენჰიდრინატს. ეს ნივთიერებები სხვადასხვა მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება. ცინარიზინი კალციუმის ანტაგონისტია, დიმენჰიდრინატი - ანტიჰისტამინური საშუალება.
ორივე ნივთიერება აქვეითებს თავბრუსხვევის (თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნებას) და გულისრევის სიმპტომებს. ორივე ნივთიერების ერთდროულად გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენება.
არტიგო გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევის სიმპტომების სამკურნალოდ. თავბრუსხვევას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე განსხვავებული მიზეზი. არტიგოს მიღება დაგეხმარებათ თავბრუსხვევით გამოწვეული სირთულეებისას ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ არტიგო თუ
- ხართ ალერგიული ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენჰიდრამინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი შემადგენლობაში);
- ხართ 18 წლამდე ასაკის;
- გაქვთ ალერგია ნებისმიერ სხვა ანტიჰისტამინურ საშუალებაზე (როგორიცაა ასტემიზოლი, ქლორფენირამინი და ტერფენადინი, რომლებიც გამოიყენება როგორც ანტიალერგიული საშუალებები). არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმის რჩევის გარეშე;
- გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადების სპეციფიკური ტიპი);
- გაქვთ ეპილეფსია,;
- გაქვთ თავის ტვინში წნევის მომატება (მაგ. სიმსივნის გამო);
- ბოროტად მოიხმართ ალკოჰოლს;
- გაქვთ პროსტატის პრობლემები, რაც იწვევს შარდის შეკავებას;
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
მიღების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის შემდეგ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე.
ჩვეულებრივ, არტიგო გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში. არტიგოს უფრო ხანგრძლივი მიღების საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.
შენახვის წესი
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმი
Country
Poland
Generic
dimenhydrinate+cinnarizine
Dose
20მგ+40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page